Iverioni
«    დეკემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
30-03-2020, 14:02
ნანახია: 345

ზაურ ნაჭყებია: ვის უჩუყებს გულს სააკაშვილის ნიანგის ცრემლები?!

ახლა სოციალურ ქსელში ვუსმინე მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას საქართველოს ხელისუფლებისადმი, სადაც იგი დღევანდელ მთავრობას გულგრილობაში ადანაშაულებს.

 

სააკაშვილის კოზირი ამ შემთხვევაში საქართველოს ემიგრანტები არიან, რომლებიც მსოფლიოში შექმნილი მწვავე სიტუაციის გამო სამშოლოში დაბრუნებას ცდილობენ. მოძმისთვის კრიტიკულ მომენტში დახმარების გაწევის სურვილი ღვთიური საქციელია, რომ არა ბინძური პოლიტიკური გათვლები, რომელსაც კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს!

 

უპირველესად, ეს არის დეზორგანიზაციის შეტანის მცდელობა ანტივირუსული ღონისძიებების გეგმაში, რომელსაც, მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით ეფექტურად ახორციელებს საქართველოს მთავრობა - ქართველი მედიკოსების პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით. მეორეც, სააკაშვილის მიერ დასახელებული კონტიგენტის ერთდროულად შემოყვანა სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოს და შეიძლება ინფექციის მასობრივად გავრცელების წყაროც კი გახდეს, რასაც ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვერ გავუმკლავდებით!

 

„მოსკოვს ცრემლების არ სჯერა"-სი არ იყოს, მე და ალბათ ბევრ თქვენგანსაც, არ სჯერა უცხოეთში გახიზნულ (რაშიც ლომის წილი სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებასაც მიუძღვის) თანამოქალაქეთა ბედზე ნიანგის ცრემლებით მოტირალი სააკაშვილის, რომლის მიზანი უცვლელია - ისარგებლოს ნებისმიერი სიტუაციით, ოღონდ, ხელისუფლებაში დაბრუნდეს! მტკიცება არ უნდა, რომ მის თითოეულ გამონათქვამში, ხელისუფლების დამუნათებასთან ერთად, ეს აკვიატებული სურვილი იკითხება. არც იმას სჭირდება მტკიცება, რომ შრომით მიგრანტთა არაორგანიზებული შემოყვანა შესაძლო პანდემიურ გართულებებთან ერთად იქნება სწორედ იმ „ნაპერწკლის" წყარო, საიდანაც „ალი" აუცილებლად აინთება!

 

ამდენად, სააკაშვილის მიერ შემოგდებული პროვოკაციის გულუბრყვილოდ აყოლა იქნება სახელმწიფოს ფუნდამენტში ჩადებული ნაღმი, რომელიც აუცილებლად აფეთქდება და ქვეყანას უსერიოზულესი დილემის წინაშე დააყენებს!!!

 

ემიგრანტებით მანიპულირებას ახლავს ის ქვეტექსტებიც, რომლის გაშიფვრა ამჯერად აუცილებლობას არ წარმოადგენს... თუ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს, გულწრფელად სურთ ამ კრიტიკულ სიტუაციაში ემიგრანტებს და ზოგადად, ქვეყანას დაეხმარონ, ამისთვის ბევრი ლეგიტიმური გზა არსებობს. თუმცა, მათი გზა - რაგინდრა ხერხებით, ხელისუფლების დაბრუნებაზე გადის!

 

არ მოვტყუვდეთ...