მიხეილ ჯიბუტი: ხელისუფლების „ანტიკრიზისული გეგმის“ სწრაფი წწწწ ტესტი

მიხეილ ჯიბუტი: ხელისუფლების „ანტიკრიზისული გეგმის“ სწრაფი წწწწ ტესტი

 

წესრიგი

 

- ხელისუფლებამ ვერ მოახერხა საგანგებო მდგომარეობით ესარგებლა და ქვეყანაში არსებული წესრიგის ხარისხი გაეზარდა - 24 აპრილს „ანტიკრიზისული გეგმის“ სახით წარმოდგენილ იქნა მთავრობის მიერ განსახორციელებები ღონისძიებები, მათი დაფინანსების ოდენობით და არც ერთი სხვა სისტემური, ნორმატიული ან მარეგულირებელი ცვლილება (პენსიის ინდექსაციის გარდა).

 

წიგნიერება

 

- მთავრობამ ვერ შეძლო სისტემური და კომპლექსური ანტიკრიზისული პროგრამის წარმოდგენა, რომელიც იქნებოდა დაფუძნებული პროგრამულ მიდგომაზე და მოიცავდა კრიზისთან ბრძოლას ყველა ფრონტზე - ფასები, ფორსმაჟორულ სიტუაციაში გაკოტრების პროცესებს, ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილება, სკოლებისა და უმაღლესების ფუნქციონირებას, კულტურას და ა.შ. მან წარმოადგინა მმართველობისათვის ყველაზე მარტივი ტიპის მოქმედების გეგმა, რომელიც შინაარსობრივად კრიზისის შედეგების დაძლევის კი არა, არამედ კრიზისის შედეგებთან ადაპტაციის ღონისძიებებისაგან შედგება.

 

- მთავრობამ ექვსი თვისათვის გამოაცხადა გეგმა. გაუგებარია რა კრიტერიუმით? გინდა თუ არ გინდა, იფიქრებ, რომ ეს წინასაარჩევნო ზღურბლამდე ვადაა.

 

წარმოება

 

- ვერ გაშორდა ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებს და არსებული პროგრამების გაძლერებით შემოიფარგლა, ნაცვლად გარღვევისა, მაგალითად, მიზნად რომ დასახულიყო სურსათით თვითუზრუნველყოფა, იქნებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებისა და სასურსათო უსაფრთხოების განვითარების მაშსტაბური პროგრამა.

 

წესიერება

 

- აქ კვლავ არ ეყო გულრწფელობა და პენსიების ინდექსაციის საკითხი წარმოდგენილ იქნა როგორც ანტიკრიზისული გეგმის ღონისძიებათა ნაწილი. პირიქით, მთავრობას ბოდიში უნდა ეთქვა ხალხისთვის, რომ მას ეხლა უწევს იმის გაკეთება, რაც გაკეთებული უნდა ყოფილიყო კორონავირუსის დაბადებამდე. თანაც ფინანსთა მინისტრი სანიმუშოდ, ან საჩვენებლად მაინც უნდა დაესაჯა საქართველოს კანონის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის. ამ კანონმა განსაზღვრა: „ამ კანონის ამოქმედებიდან 9 თვის ვადაში (კანონი ძალაშია 1 იანვრიდან, ე.ი. 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით - მ.ჯ.) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჩანაცვლების კოეფიციენტის შენარჩუნება“ (მუხლი 38.12).

 

დასკვნა:

 

ამ წლის ხვნა-თესვის სეზონს ნუ ჩააგდებთ! იფიქრეთ ზამთარზე!

 

მინაწერი: „ანტიკრიზისული გეგმის“ საბოლოო დიაგნოზი მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ მასალის ანალიზის შემდეგ.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: