Iverioni
«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
სექტემბერი 2021 (5)
აგვისტო 2021 (8)
ივლისი 2021 (7)
ივნისი 2021 (9)
მაისი 2021 (4)
აპრილი 2021 (6)
7-06-2021, 13:45
ნანახია: 554

რა შუაშია ნინო ლომჯარია, როცა „ასო“-ები, მედია და ხელისუფლებაც ლიბერასტულია?!

ჩემს საავტორო გადაცემაში: „პოლიტიკური თერმომეტრი“, ცნობილმა უფლებადამცველმა, საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმარმა, ქ-ნმა ნანა კაკაბაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სხვა პრობლემებთან ერთად, დღევანდელი ხელისუფლების პრობლემა პიარის უქონლობაა.

 

მისი თქმით, არ მუშაობენ ანალიტიკური სამსახურები, რომლებმაც უნდა გააშიშვლონ ქვეყანაში არსებული ანტიქართული ძალების (ამ შემთხვევაში, ძირითადად „ნაცმოძრაობა“ და მისი „პარტიული უჯრედები“, ენჯეოები იგულისხმა) ბოროტი ქმედებები. ეს ის ძალებია, რომლებიც გეგმაზომიერად ძირს უთხრიან და ანგრევენ სახელმწიფო ინსტიტუტებს.

 

რესპოდენტმა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ  მუხრუჭად, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების არარსებობა დაასახელა. იქვე განმარტა: მიუხედავად მესამე სექტორის (ენჯეოების) სიუხვისა, ისინი მხოლოდ დესტრუქციულ ფუნქციას ასრულებენ და, როგორც ვთქვით, ძირითადად „ნაცმოძრაობის“ დანამატად (პოლიტიკურ უჯრედად) იქცნენ!

 

საქართველოში არსებული მესამე სექტორის მავნებლობაზე ბევრი ითქვა და დაიწერა - ბოლომდე გაშიშვლებულია მათი ანატომია, თუმცა, არც ხელისუფლება, არც საზოგადოება, არაფერს აკეთებს მათ გასანეიტრალებლად.

 

არადა, ხელისუფლებას აქვს ყოველგვარი ბერკეტი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ დესტრუქციულ ქმედებებს, ხოლო, საზოგადოებას - რესურსი, შექმნას სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული ალტერნატიული არასამთავრობო სექტორი, რომელიც არა მარტო დაუპირისპირდება უცხოური კაპიტალით „ძუძუნაწოვ“ ენჯეოებს, არამედ, ბოლომდე გააშიშვლებს მათ ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს და თანდათან განდევნის სოციალური სივრციდან!

 

ძნელია არ დაეთანხმო ქ-ნ ნანას, რომ დღეს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო სექტორი მთლიანად შეისრუტა „ნაცმოძრაობამ“ და მასთან („ნაცმოძრაობასთან“ ალიანსში) გეგმაზომიერად ანგრევს სახელმწიფოს!

 

სამწუხაროდ, ქვეყანაში არა თუ არ არსებობს ალტერნატივა, რომელიც დაამთავრებს ამ მესამე სექტორად სახელდებულ ბოროტებას, არამედ, არ იგრძნობა, საზოგადოების მხრიდან ელემენტარული მზაობაც კი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების თვალსაზრისით. ჩვენ ვერ გავისიგრძეგანეთ, რომ გარდა ვალდებულებებისა, უფლებებიც გაგვაჩნია და მონდომების (სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბების) შემთხვევაში ძალგვიძს უსიტყვოდ თავი კი არ დავხაროთ ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, არამედ, ხელისუფლების ყველაზე ეფექტური ოპონენტი გავხდეთ!

 

დიახ, სამოქალაქო საზოგადოება პასუხისმგებლიანი საზოგადოებაა, რომლის ფორმირებას არათუ ხელს შეუწყობს, პირიქით, ყველანაირად ხელს შეუშლის ხელისუფლება, რადგან მას არ სჭირდება ყველაზე რეალური მაკონტროლებელი საზოგადოების სახით!

 

უხერხულია საქართველოში არსებულ „ასო“-ებს მესამე სექტორი უწოდო - უხერხულია იმდენად, რამდენადაც ისინი საზოგადოების ინტერესებს კი არ იცავენ, პირიქით, ყველანაირად ცდილობენ დისკრედიტაცია გაუწიონ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ხელი შეუწყონ საზოგადოების ზომბირებას.

 

ძნელად თუ გავიხსენებთ, რომ უცხოური „რძით“ ნაკვები ქართული ენჯეოები ოდესმე ლობირებდნენ საზოგადოების ინტერესებს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამის მიზეზი უცხოური დაფინანსებაა - დამფინანსებელი კი ცდილობს თავის მიერ დაფინანსებული მაქსიმალურად ჩააყენოს საკუთარ სამსახურში და ამით ძირი გამოუთხაროს სახელმწიფოს.

 

არ იქნება ახალი თუ ვიტყვით, რომ ჩვენს სინამდვილეში ეს ძალზედ ეფექტურად განახორციელა აშშ-მ და ამით ხელი შეუწყო არა მარტო სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა-დისკრედიტაციას, არამედ, ანტირუსული ისტერიის დამკვიდრებასაც - ნებისმიერი განსხვავებული აზრი პრორუსულ ნარატივად საღდება და „ჩამორჩენილობის“ ნიშანია!

 

გასაგებია, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ნება, ეფექტური სამოქალაქო საზოგადოება არსებობდეს ქვეყანაში, მაგრამ, ამის შექმნაზე (დაფინანსებაზე) არც ქართულად წოდებული ბიზნესი იწუხებს თავს - მას ურჩევნია კორუფციულ გარიგებაში შევიდეს ხელისუფლებასთან, ვიდრე მესამე სექტორი დააფინანსოს და საკუთარი უფლებების დაცვა მას მიანდოს!

 

სამწუხაროდ, მესამე სექტორის შექმნის ინიციატივა არც საზოგადოებაში შეიმჩნევა, რაც, სწორედ, პასუხისმგელობისგან გაქცევის ტოლფასია - ჩვენ დიდი ხანია საკუთარ თავს ვარწმუნებთ იმაში, რომ უფულოდ არაფერი კეთდება, ფულს კი ყოველთვის სხვისგან ველოდებით!

 

არადა ის, რაც ფულით კეთდება, ყოველთვის სასურველ შედეგს არ იძლევა, თუმცა, ფულსაც გააჩნია და აქ ყველაზე მეტად გამოგვადგება გამოთქმა: „ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს“. რადგან, ჩვენს მაგივრად მესამე სექტორის ჩამოყალიბებაში ფულს უცხოელი „მეგობრები“ იხდიან, ბუნებრივია, მუსიკასაც ისინი უკვეთავენ, ჩვენ კი ხან ტაშს გვაკვრევინებენ, ხან კი მათ დაკრულზე ვცეკვავთ და „აღტაცებისგან“ შავი თეთრად გვეჩვენება და პირიქით - თეთრი შავად!

 

* * *

ნინოწმინდის პანსიონატში განვითარებულმა მოვლენებმა აშკარად დაგვანახა საქართველოში არსებული „ასო“-ების (იგივე, ენჯეოების) დაუოკებელი სწრაფვა ტრადიციული ფასეილობებისა და ქრისტიანული მემკვიდრეობის წინააღმდეგ. ამ კონკრეტულ მაგალითზეც საკმარისია დავასკვნათ, რომ არა მარტო უცხოეთიდან დაფინანსებული მესამე სექტორი, არამედ, თვით მოქმედი ხელისუფლებაც ანტიქართული დავალებების შემსრულებელია და მოღალატე „ასო“-ებთან ერთად შეთანხმებულად ანგრევენ სახელმწიფოს - საყრდენს აცლიან მას!

 

სხვას რას უნდა ნიშნავდეს სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნან გაყვანილი ბავშვები პანსიონიდან და ეს ხდება სათანადო გამოძიების გარეშე?!

 

სახალხო დამცველის გაუთავებელი კაკანი და „ასო“-ების ასევე მიზანმიმართული კრიახი მიგვანიშნებს იმაზე, რომ გრძელდება მასირებული შეტევა ეკლესიაზე და ამას ხელს უწყობს ხელისუფლება!

 

ყურადღებით ვუსმინე ეპარქიის მმართველის - მთავარეპისკოპოს სპირიდონის (აბულაძის) ქადაგებას აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით და შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მარტო ცალკე აღებული მეუფე, რაც არ უნდა „ხმალშემართული“ იყოს იგი, უძლურია გაუმკლავდეს ლიბერასტულ სახელმწიფო მანქანას, რომელიც გაშმაგებით იბრძვის ეკლესიის და ქართული ფასეულობების წინააღმდეგ!

 

რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, რომელიც რეალურად არა სახალხო დამცველი, არამედ, გამოკვეთილად ხალხის და სახელმწიფო ინტერესების მტერია, არც მალავს, რომ ის ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების მომხრეა, ანუ, ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების ინტერესების არა მარტო დამცველი, არამედ, აქტიური პროპაგანდისტიც.

 

სწორედ ბრძანა მეუფე სპირიდონმა, რომ სოდომ-გომორისეული ცოდვის მხარდამჭერთა ადგილი არა მარტო პანსიონატში, არამედ, საქართველოშიც არ არის და ისინი „ოჯახშიც არ შეიშვება“.

 

თუმცა, რა შუაშია ლომჯარია?!

თავის დროზე იგი თავიანთი წიაღიდან „ასო“-ებმა წამოატივტივეს და ტრიუმფით დაუჭირა მხარი საქართველოს პარლამენტმაც. ამით იმის თქმა მინდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ლომჯარიას და მისი სექტის არა მარტო თანამოაზრე, არამედ, თანამოზიარეცაა!

 

ჩვენ კი მხოლოდ „ორთქლის“ გამოშვებით და ლომჯარიას სოციალურ ქსელში შეჩვენებით ვკმაყოფილდებით და არაფერს ვაკეთებთ მათ გასანეიტრალებლად. გავიწყდება, რომ ცოდვასთან შეგუება არანაკლებ დანაშაულია, ვიდრე ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვა!

 

აშკარად ვხედავთ, როგორ ანგრევენ უცხოეთიდან დაფინანსებული ქართველი აგენტები ქვეყანას, როგორ უთხრიან ძირს ეროვნულ ფასეულობებს, როგორ ებრძვიან მართლმადიდებლობას და ჩვენ არაფერს ვაკეთებთ მათ დასაბალანსებლად.

 

ერთი რამ უდავოა:

ვიდრე ქართული ფულით დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახი არ იქნება ქვეყანაში, ნგრევა არა თუ შენელდება, პირიქით, პასიურ აგონიაში მყოფ საზოგადოებას თავზე დაგვამხობენ ყველაფერს.

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ეკლესია მარტო მეუფე სპირიდონი არ არის!

 

ზაურ ნაჭყებია,

პუბლიცისტი