Iverioni
«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
მაისი 2023 (4)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
2-08-2021, 22:29
ნანახია: 1464

დავით ღვინიანიძე - ჩემი გზები ჩემს  სამშობლოს უკავშირდება

ცნობილი საოპერო მომღერალი - ბარიტონი დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში თავისი სახელობის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის რეაბილიტაციას ასრულებს. 

 

უზარმაზარი ცენტრი შთამბეჭდავი პარკით სექტემბერში გრანდიოზულად გაიხსნება. ეს ცენტრი იქნება კულტურული ხიდი ამერიკასა და საქართველოს შორის გადებული. ის იქნება ძლიერი ბერკეტი, რომელიც მთელ მსოფლიოში გასწევს საქართველოს და ყოველივე ქართულის პროპაგანდას. 

 

მოგეხსენებათ , ცნობილი მომღერალი აჭარაში მცხოვრებ 100 ლტოლვილ ბავშვს ფინანსურად ეხმარება და სპეციალურად მათთვის დაგეგმილ პროექტს უჭერს მხარს. 

 

ეს პროექტი საბავშვო მუსიკალური აკადემია " გვირილას" დამფუძნებლის და პრეზიდენტის ერნა წიფურიას ხელმძღვანელობით იმართება. 

 

სხვა არაერთი მასშტაბური ქართული პროექტია ცნობილი ბარიტონის ინტერესის მიზანი, რომლის შესახებაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.  

 

საინფორმაციო - ანალიტიკური სააგენტო "ივერიონი" წარმატებას უსურვებს დავით ღვინიანიძეს მსოფლიოს ფართო კულტურულ ასპარეზზე.