Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (1)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
26-12-2012, 11:28
ნანახია: 2851

ნანა დევდარიანი: სააკაშვილი საკუთარი გამოსვლებით ერთობა

ყოფილი სახალხო დამცველი და ჟურნალისტი ნანა დევდარიანი "ახალ თაობასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტი თავისი გამოსვლებით ისე აღიზიანებს ხალხს, რომ საზოგადოებამ შეიძლება ლინჩის წესით გაასამართლოს.


"ხომ ხედავთ, როგორი გაღიზიანებაა ხალხში. ვშიშობ, პრეზიდენტის გამოვარდნებით ხალხმა კონტროლი დაკარგოს საკუთარ თავზე და ლინჩის წესით გაასამართლოს. ამოუვიდათ ყელში ეს უტიფრობა, უსირცხვილობა და ძალადობა", - აცხადებს დევდარიანი.


ყოფილი სახალხო დამცველი ასევე აცხადებს, რომ პრეზიდენტი ისე ერთობა საკუთარი გამოსვლებით, რომ თვითონვე წამოსცდება ხოლმე უამარავი რამ, რაც მისი თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ  პრეზიდენტი კარგს არაფერს აპირებს.