Iverioni
«    ივლისი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
29-12-2012, 17:48
ნანახია: 2687

მარტვილში საპროტესტო აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა

მარტვილში მთავარი საკრებულოს წინ გამართული საპროტესტო აქცია ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილობრივების გაღიზიანება აქციაზე უმცირესობის წარმომადგენლების გამოჩენამ გამოიწვია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შენობაში თავმჯდომარისა და გამგებლის შეშვება მოითხოვეს.


პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის გადადგომას მოითხოვენ.


საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, პოლიცია არასათანადოდ მუშაობს და ქვეყნის უსაფრთხოება არასაიმედო ხელშია.  


„გუშინ ჩვენ მივიღეთ ადგილობრივი და სამხარეო პოლიციის მოადგილისგან დაპირება იმის შესახებ, რომ  თვითმმართველობის ნორმალური ფუნქციონირება აღდგებოდა და მომიტინგეები დაიშლებოდნენ. თუმცა პოლიციამ ვერ შეასრულა დაპირება. მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქრო, რომ ეს ადამიანები შეგნებულად არიდებენ თავს ჩვენთან შეხვედრას. თუ დღეს ასეთი არასრულფასოვანი კომუნიკაცია გააჩნია ჩვენს პოლიციას ერთმანეთთან, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი უსაფრთხოება ძალიან არასაიმედო ხელშია“, –  განაცხადა გია თევდორაძემ.