"სამშობლოს დაცვა თქვენთვის მეათეხარისხოვანია?!" _ მიმართა ქადაგებისას პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს.

"სამშობლოს დაცვა თქვენთვის მეათეხარისხოვანია?!" _ მიმართა ქადაგებისას პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს.

მან ჩემს კოლეგებს (თუმცა, ვერ ვხვდები ვის აქვს დღეს საქართველოში ჟურნალისტის კომპეტენცია და ზოგადად ჟურნალისტის სახელის ტარების უფლება) კანონიერად უსაყვედურა, რომ ისინი ყველაფერზე სვამენ კითხვას, ყველას უფლებების "დაცვას" ცდილობენ, მაგრამ ყოველთვის განზე რჩებათ საქართველოს ინტერესები.

 

ჟურნალისტობა ურთულესი პროფესიაა, თუ რა თქმა უნდა, მას პასუხისმგებლობით მივუდგებით, მაგრამ ქართულ სინამდვილეში ჟურნალისტების მხრიდან პასუხისმგებლობის ნატამალიც არ ჩანს, კომპეტენციაზე ხომ საუბარიც ზედმეტია _ ჭორებს და ე.წ. "ექსკლუზივებს" გამოდევნებულები ადვილად ცდილობენ მღვრიე წყალში თევზის დაჭერას და პოპულარიზაციის მოხვეჭას.

 

გულწრფელად შემრცხვა, როცა ბოლო ბრიფინგზე ივანიშვილმა ჟურნალისტებს თითი უქნია და ფაქტიურად მეზღაპრენი უწოდა, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები.

 

ჟურნალისტი არბიტრის ფუნქციას უნდა ასრულებდეს, მის მიერ გაჟღერებული ნებისმიერი ინფორმაცია გადამოწმებულ ფაქტებს უნდა ეყრდნობოდეს. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ჟურნალისტი საზოგადოების დაპირისპირებულ ჯგუფებად დაშლას და არეულობის შეტანას არ უნდა უწყობდეს ხელს!

 

ვეთანხმები მეუფე იაკობს, რომ სხვისი უფლებების "დაცვით" გაბრუებულებს სამშობლოს ინტერესები გვავიწყდება, არადა, როგორც ჭეშმარიტება (უფალი), სამშობლოც ერთია! როდემდე, კოლეგებო, როდემდე?!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: