ირინა სარიშვილი: დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ქოცები!

ირინა სარიშვილი: დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ქოცები!

პოლიტიკური პარტია „იმედის“ ლიდერმა, ირინა სარიშვილმა, სოციალურ ქსელში ფეისბუქ-სტატუსი გამოაქვეყნა. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, „ივერიონი“ მას სრულად გთავაზობთ:

მიმართვა მეოცნებე ხელისუფლებას!


ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დამნაშავეებთან უკომპრომისო ბრძოლას იწყებს და ისიც გაიხსენა, რომ ხალხმა ისინი სამართლიანობის აღსადგენად აირჩია და არა დანაშაულში ეჭვმიტანილთა თავისუფლად თარეშის საყურებლად. "სექტემბრამდე ჩვენ აღვადგენთ სამართლიანობას, ყველა დამნაშავეს პასუხს ვაგებინებთ, და სექტემბრიდან ქვეყნის აღმშენებლობაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე ვიზრუნებთ" – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.


ხალხში ისევ, უკვე მერამდენედ, და კვლავ არჩევნების წინ, გაჩნდა იმედი...


მაპატიეთ, მაგრამ მე ეს წინასაარჩევნო ფანდი უფრო მგონია, ვიდრე რეალურად საქმის კეთების დაწყების სურვილი. ასეთი განცხადებები, სხვადასხვა არჩევნების წინ ბევრჯერ მაქვს მოსმენილი, ზარ–ზეიმით დაკავებულების გამოშვებაც ბევრჯერ ვნახე!!!


რატომ უნდა ჭირდებოდეს ხელისუფლებას წინასწარი განცხადებების კეთება იმის თაობაზე, რომ ის დაპირებების შესრულებას იწყებს?!!! თქვენ ხომ ოპოზიცია არ ხართ, ყველა ბერკეტი თქვენს ხელშია და საქმით გვაჩვენეთ, რომ კვლავინდებურად არ ცრუობთ!!!


რატომ უნდა ეხვეწებოდეს მთავრობა ხალხს ყველა არჩევნების წინ, რომ დაეხმარონ, მხარი დაუჭირონ და მერე ყველაფერი კარგად იქნება?!!! ხელისუფლებას ხალხი იმიტომ ირჩევს, რომ სწორედ მან, ხელისუფლებამ შეუქმნას ადამიანებს ნორმალური, ღირსეული ცხოვრების პირობები!!! თქვენ თუ საკუთარი თავისთვისაც ვერ გიშველიათ, სხვას რა იმედი უნდა ჰქონდეს თქვენი?!!!


ნებისმიერი თქვენი წინასაარჩევნო დაპირება, მათ შორის ნაციონალების მიმართ "მუქარები" და "დაკავებები", თუ ბოლომდე არ იქნება მიყვანილი, ეს ისევ ნაცებს გააძლიერებს, რაც არა ერთხელ მოხდა და ეხლაც იგივე შეიძლება განმეორდეს, თუ ამჯერად მაინც არ მიიყვანთ საქმეს ბოლომდე, იმ საქმეს, რისთვისაც ხალხმა აგირჩიათ!!!


მე ჩასაფრებული არ ვარ და კრიტიკასთან ერთად კარგის დანახვაც შემიძლია, ისევე როგორც ყველას, ვისაც თქვენ იმედი გაუცრუეთ!!! ჩვენი ბრალი არ არის, თქვენი რომ არ (ან აღარ) გვჯერა და დღევანდელ თქვენს გააქტიურებასაც ეჭვის თვალით ვუყურებთ!!! ბევრჯერ გვინახავს თქვენი ნაცებთან "შერკინება" რითიც დასრულებულა! ბრიყვს ცოლ–ქმრის ჩხუბი მართალი ეგონაო...
მე პირადად არც დღეს და არც საპარლამენტო არჩევნებში თქვენი არც ერთი სიტყვა არ დამიჯერებია, რადგან ნაცების "დამარცხების" შემდეგ ხელისუფლებაში მათი იდეური ძმები – რესპუბლიკელები, ალასანია და სხვები მოიყვანეთ!!! ის რამდენიმე გამონაკლისი, რომელიც თქვენთან ერთად ამ გაუგებრობაში მოხვდა, ამინდს ვერ ცვლის!!!


თუ ჩემი ასეთი დამოკიდებულება უსაფუძვლოა, თუ რამეს უნდა ვხედავდე და ვერ ვხედავ,და ჩემნაირი ბევრია, ძალიან ბევრი, დაამტკიცეთ, რომ ეს ასე არ არის, რომ მე და ჩემნაირები ვცდებით! , რომ თქვენი ხელისუფლებაში მოსვლით არა მხოლოდ თქვენი, არამედ ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა და პირობას გაძლევთ: პირველი მე გამოვალ და ხმამაღლა ვაღიარებ ჩემს შეცდომას!!!
დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ქოცები!!!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: