Iverioni
«    აგვისტო 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
14-07-2014, 21:38
ნანახია: 817

ქართულ-ამერიკული სწავლება

   დღეს, უწყებათშორისი სწავლება "სამოქალაქო სამხედრო საგანგებო სიტუაციების დაგეგმარება"  (CMEP)  დაიწყო. გახსნის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. სწავლება მიზნად ისახავს კრიზისის დროს  სამხედრო და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.

 

   ღონისძიება  გენერალური შტაბის  J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ და აშშ-ის სამხედრო პროგრამების დირექტორატის საერთაშორისო პროგრამების მენეჯერმა დაიან აკურიომ  გახსნეს.მათ სიტყვით გამოსვლისას სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ოპერატიული მომზადების სამმართველოს სწავლებების განყოფილების უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბესარიონ გონგაძემ "საგანგებო სიტუაციების დროს თავდაცვის სამინისტროს როლზე" პრეზენტაცია წარადგინა და "CMEP"-ის მიზნებზე ისაუბრა. მან ფართომასშტაბიანი კატასტროფის დროს სხვადასხვა უწყების ერთიანი ძალისხმევით მუშაობაზე,   ასევე, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს მოქალაქეთა დახმარებაზე, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ამოცანებსა და ჩართულობის კონკრეტულ ფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

 

ქართულ-ამერიკულ სწავლებას  საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ხელმძღვანელობენ.  ტრენინგში  ყველა სამინისტრო,  ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოა ჩართული. სწავლების უშუალო მხარდაჭერას აშშ-ის ეროვნული გვარდია უზრუნველყოფს.

 

სწავლების ძირითადი ფაზა საქართველოს ეროვნულ გვარდიაში გახსნილი ოპერატიული დონის  შტაბსა და თბილისის ზღვაზე  საველე ოპერაციების ცენტრში  ჩატარდება. ტრენინგი სიმულაციური სცენარის მიხედვით  წარიმართება.  სტიქიური უბედურების ადგილად ქალაქ რუსთავის მიმდებარე  ტერიტორიაა გამოცხადებული.  სცენარის მიხედვით,  მიწისძვრის შედეგად შენობები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობებია დაზიანებული. უწყებების ერთიანი მოქმედების შედეგად, უმოკლეს დროში უნდა მოხდეს დაზიანებების ლიკვიდირება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

 

"CMEP"-ის დახურვის ცერემონიალზე  სწავლების პროცესს შეაჯამებენ და შედეგებზე იმსჯელებენ. სწავლებაში სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად,  სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას.