Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (5)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
31-10-2012, 13:58
ნანახია: 2320

როგორც ჩანს, "ნაციონალებს" ბარგი ჯერ არ ჩაულაგებიათ. პირიქით, ფინანსური მაქინაციებით კვლავ აქტიურად არიან დაკავებულნი და პირდაპირი თუ ირიბი გზით ეპატრონებიან მსხვილ კომპანიებს.


სულ ახლახანს "ივერიონისთვის" ცნობილი გახდა მათ მიერ განხორციელებული მორიგი სოლიდური შესყიდვის შესახებ. ათი დღის წინ "სოკარის" სათაო ოფისმა აზერბაიჯანში, იგივე კომპანია "სოკარ ენერჯი პრომ" ოფიციალურად შეისყიდა გაზის სადისტრიბუციო კომპანია "იტერა-საქართველო". აღმოჩნდა, რომ ამ ვითომ აზერბაიჯანელების უკან ქართველი "ნაციონალები" დგანან.


ამ წუთებში "იტერა-საქართველოს" ოფისში გამოცხადდა ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი ალეკო ხეთაგური და კომპანიის თანამშრომლებს ახლადდანიშნულ დირექტორად გაეცნო. ასევე, მან თავის მოადგილედ მოიყვანა ნინო ენუქიძე, რომელიც ასევე მისი მოადგილე იყო ენერგეტიკის სამინისტროში.


"იტერა - საქართველოს" კოლექტივისთვის ასეთი საკადრო ცვლილებები სრული მოულოდნელობა იყო. როგორც საქმეში ჩახედული სპეციალისტები ამბობდნენ, "ნაციონალებმა" ხელში ჩაიგდეს უმსხვილესი გაზის სადისტრიბუციო ქართული კომპანია.


შეგახსენებთ, რომ "იტერა -საქართველო"  2003 წელს ყოფილი სს " საქგაზის" ბაზაზე ჩამოყალიბდა. იგი თითქმის მთელ საქართველოს გაზით ამარაგებს. მის კუთვნილებაშია ათი რეგიონალური სადისტრიბუციო კომპანია. მათ შორის: "ქუთაისგაზი", "გორიგაზი", "ბოლნისიგაზი", რუსთავგაზი", "თეთრიწყაროგაზი", "კასპიგაზი", "ბორჯომიგაზი", "სამტრედიაგაზი","ვანიგაზი", "თერჯოლაგაზი", ასევე სამეგრელოსა და რაჭის გაზმომარაგება და კომპანია "საქორგგაზი". გამოდის, რომ ენერგოკომპანიები კვლავ "ნაციონალებისა" და "გამოცდილი" ენერგომაფიის ხელში რჩება.