ვისი ხელი ურევია ეროვნული საგანძურის გაუჩინარებაში?

ვისი ხელი ურევია ეროვნული საგანძურის გაუჩინარებაში?

   ვერსიები საჯარო ბიბლიოთეკაში, კულუარებში საუბრობენ, რომ რიტა წაქაძემ უნიკალურ გამოცემათა ეროვნული საგანძური  გაყიდა!

   ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლების ურთიერთდაპირისპირება გრძელდება, თანამშრომლების დავა სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დაცულ ეროვნული საგანძურის გაუჩინარებასთანა დაკავშირებული. 

   პერიოდული განყოფილების უფროსის მაია მიქაბერიძის ინფორმაციით, 2009 წელს სამეცნიერო ბიბლიოთეკაში იშვიათი გამოცემების განყოფილება შეიქმნა, რომელსაც სათავეში ამავე ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე რიტა წაქაძე ჩაუდგა. მაია მიქაბერიძე რიტა წაქაძეს განყოფილებაში იშვიათი გამოცემების შენახვის პირობების არარსებობის გამო ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური პერიოდული გამოცემათა დიდი ნაწილის  გაუჩინარებაში ადანაშაულებს.

  წაქაძე მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ბრალდებები მის მიმართ უსაფუძვლოა.

  "ივერიონს" რიტა წაქაძემ განუცხადა, რომ მის მიმართ მიზანმიმართულად მიმიდნარეობს უსაფუძვლო ბრალდებების შეთითხვნა და ეს ყველაფერი მისთვის უსაფუძვლო და გაურკვეველია, იყო რამდენჯერმე ბიბლიოთეკის ერთ -ერთი დირექტორის მოადგილის ნინო ძოწენიძის მხრიდან მოთხოვნაც, რომ რიტა წიქაძეს დაუყოვნებლივ დაეტოვებინა აღნიშნული თანამდებობა, თუმცა წაქაძე აღნიშნულ თანამდებობას ამ წუთებშიც ინარჩუნებს.

   რიტა წაქაძე:-"ბრალდებები უსაფუძვლოა, ტყუილია, რომ თითქოს ჩემი დაუდევარი გადაწყვეტილების შედეგად ბიბლიოთეკაში განადგურდა ეროვნული საგანძური. საქმე ეხება პერიოდულ გამოცემას, რომელიც ინახებოდა იშვიათი გამოცემების განყოფილებაში. ამას ამბობს ერთი ჯგუფი, ეს არის დირექტორის მოადგილე ნინო ძოწენიძე,

რესტავრაციის განყოფილება მაშინ დავაფუძნეთ, როცა ბიბლიოთეკის დირექტორად მერაბ გვაზავა დაინიშნა. დავაფუძნეთ ეს რესტავრაციის განყოფილება და შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ იშვიათები დაგვეფუძნებინა, იმიტომ რომ წიგნები მთლიანად იყო გაბნეული. იშვიათი განყოფილება არ იყო, არ არსებობდა ჩამონათვალი, თუ რამდენ წიგნს ფლობდა ბიბლიოთეკა. რესტავრატორები თბილისში გადავამზადეთ, სწავლობდნენ წლების განმავლობაში. ყოველთვის  ვიყავი ინფორმირებული, რომ კარგი სპეციალისტები იზრდებიან, მაგრამ ჯერ არ არიან ეს ადამიანები იმ დონეზე, რომ იშვიათ გამოცემებს შეეხონ. ამიტომ მუშაობდა ჩვეულებრივ ფონდზე, მოგვიანებით კი დავიწყეთ ნაწილი წიგნების რესტავრაცია, მაგრამ პერიოდულ გამოცემებს არ შევხებივართ, მხოლოდ წიგნებით დავიწყეთ, იმიტომ, რომ ცოტა ფართი სჭირდება. ესენი გვედავებიან, რომ იშვიათებში პერიოდული გამოცემა და წიგნები დაუდევრად გადაიტანესო, არანაირი დაუდევარი გადატანა არ ყოფილა. აქაურობა გარემონტდა, საუკეთესო რკინის თაროები შევარჩიეთ, ჩვეულებრივად ჩამონათვალი გაკეთდა. ისინი გადმოვიტანეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბიბლიოთეკის საცავი განყოფილებიდან 140 ცალი უნიკალური რუსული წიგნი იყო დაკარგული, მაგრამ როდის დაიკარგა, არ ვიცით, რადგანაც მე გარკვეული წლები ბიბლიოთეკაში არ ვმუშაობდი. მე მაშინ დავბრუნდი სამსახურში, როდესაც აქ მერაბ გვაზავა სამუშაოდ მოვიდა, ეს ყველაფერი არის ჩემს მიმართ პირად ანგარიშსწორება, ჩემი გაშვება უნდათ სამსახურიდან. პირდაპირ ითხოვენ დირექტორისგან, რომ რიტა წაქაძე გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან. ეს არის პირდაპირი დარტყმა რიტა წაქაძეზე.

 

–როგორც ვიცით ქალბატონი ნინო ძოწენიძე ბიბლიოთეკაში ახალი მოსულია, ის მანამდე არ იცნობდა, თუ რა მდგომარეობაში იყო უნიკალური პერიოდული გამოცემა?

 

–ქალბატონი ნინო ჩვენთან 2013 წელს მოვიდა. მოსვლისთანავე განაცხადა, რომ არის პატრიოტი და განადგურებულ პერიოდულ გამოცემას რომ ხედავს, გული უსკდება. რა იცის ნინომ, 2009 წელს ჟურნალ-გაზეთები რა მდგომარეობაში იყო. მას ხომ არ უნახავს, ახლა რაზე უსკდება გული, ნინო ძოწენიძეზე ნაკლები პატრიოტი თუ ვარ, შემარცხვინა საერთოდ უფალმა. ძოწენიძეს ნამდვილად აქვს დამთავრებული საბიბლიოთეკო ფაკულტეტი, მეც არანაკლებ განათლებული ვარ, პროფესიით ისტორიკოსი ვარ და ჩემი საქმე არანაკლებ ვიცი, 

    ვინც მე მიცნობს, ჩემს მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას არაფრით არ დაიჯერებს. კიდევ ერთხელ გეტყვით, ეს არის პირდაპირი შეტევა ჩემს პიროვნებაზე, შრომის მეტი არაფერი მიკეთებია. იპოვეს ეს, რადგან დაზიანებულია, ესე იგი რიტამ გააფუჭა. ეს დაზიანებული იყო ჩემამდეც, ამის დასტური აგერ არის, დაბეჭდილია ადგილობრივ გაზეთში"- ამბობს რიტა წაქაძე. 

 

   საჯარო ბიბლიოთეკის კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ რიტა წაქაძემ უნიკალური გამოცემათა ეროვნული საგანძური  გაყიდა, მეტიც რიტა წაქაძეს საგამოძიებო უწყებებში კაცი ჰყავს და ამიტომ არ მოჰყვა ამ საქმეს ობიექტური გამოძიებაო.

   "ივერიონი"-ი  ჟურნალისტ მაია ყუფარაძეს ესაუბრ, რომელმაც განაცხადა:

   -რიტა წაქაძე არის შრომისმოყვარე, ნიჭიერი და ყოველგვარი ლობისტების გარეშე თავად შექმნა საკუთარი ბიოგრაფია. არის ამბიციური, მაგრამ ეს ამბიცია არის გამართლებული, რადგან ყოველთვის შრომით და პასუხისმგებლობით აკეთებს საქმეს".

   

   აღნიშნულ საკითხს დიდი ინტერესით ადევნებს თვალს ქუთაისის მოსახლეობა, სწორედ ამიტომ, ვითვალისწინებთ რა ხალხის ინტერესს, "ივერიონი" შეეცდება ახალი ინფორმაციებიც მოიძიოს და მიაწოდოს მკითხველს.

 

   p.s. პროკურატურამ საქმე შეწვიტა უსაფუძვლობის გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ რიტა წაქაძეს უნიკალური გამოცემათა ეროვნული საგანძური არ დაუზიანებია და არც გაუყიდია.

დავით ცხვარაძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: