Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
26-09-2014, 15:17
ნანახია: 741

  "ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი თვლის, რომ ამ დროისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების პროცესი.

  "მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიყენოს ნოემბერში დაგეგმილი სახალხო აღწერის პროცესი პარალელურ რეჟიმში ბიომეტრიული საარჩევნო სიის მოსამზადებლად", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა დღეს "რეპორტიორში" გამართულ პრესკონფერენციაზე.

  ახვლედიანი თვლის, რომ აღნიშნული არის ბევრად უფრო იაფი პროცესი, ვიდრე ზოგადად მსგავსი რამ შეიძლება დაუჯდეს სახელმწიფოს.

  "აღვჭურვოთ ის ადამიანები, ვინც აღწერას ჩაატარებს,  ბიომეტრიული ტექნოლოგიის მქონე ფოტოაპარატებით და პარალელურ რეჟიმში გადაუღებენ სურათს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აღწერენ.

   თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს და თავის დაძვრენას შეეცდება, ყველასთვის ერთმნიშვნელოვანი სიგნალი იქნება საიმისოდ, რომ დღევანდელი ხელისუფლება  კატეგორიულად ამბობს უარს იმის განხორციელებაზე, რა ლოზუნგითაც მოვიდა",-აცხადებს  გიორგი ახვლედიანი.