ტაკიმასხარების სამეფო, ანუ ქიმიური ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ

ტაკიმასხარების სამეფო, ანუ ქიმიური ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ

ეს საკმაოდ კვალიფიციური და „მამხილებელი“ სტატია ბ-ნმა ლერი ჯალაბაძემ გამოგვიგზავნა და გვთხოვა გამოგვექვეყნებინა.

ვითვალისწინებთ რა სტატიაში წამოჭრილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების აქტუალურობას და დროულობას, ვბეჭდავთ ყოველგვარი ცვლილების გარეშე.

იმედია, მთავრობა ყურს ახლა მაინც გამოიბერტყავს და სტატიაში წამოჭრილ პრობლემებს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით მოეკიდება.

ძვირფასო მკითხველო! ეს სტატია თვითოეულ თვენგანს  და თქვენი შვილების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეძღვნება, იმედია ბოლომდე წაიკითხავთ და დასკვნასაც თავად გამოიტანთ. ამისათვის თავიდანვე მინდა განეწყოთ არა ვირტუალური, არამედ თანამედროვე  მაფია – “სამეფოს” შესახებ, სადაც მედროვე დილეტანტები მბრძანებლობენ და აკეთებენ არა იმას, რაც ჩვენს ქვეყანას და ყოველ ჩვენგანს ესაჭიროება, არამედ იმას, რაც მათ უცხოელ და ქართველ  ბელადებს მოესურვებათ.


ხალხის დასანახად ტაში-ტუშით და გრიალით მოსული ხელისუფლება, ხალხისავე თვალწინ ჯერ ე. წ. ნაც მტერს ჩაეხუტა, (“გიყვარდეს მტერი შენი”), ხოლო შემდეგ თანამდებობებზე  ნათესაური დინასტია დააწესა, (“გიყვარდეს მოყვასი შენი”.). ხალხისა და ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ოცნებისტები და თავაშვებული ლიბერასტები უვნებლად გადარჩენილ ნაცებთან ერთად დაუღალავად შეესივნენ ქვეყნის ქონებას და ხელახლა დაუწყეს ბდღვნა. ამისათვისაც შეიქმნა “პრემიალური სისტემა”, ფონდები, ე.წ. საკონსულტაციო სამსახურები, ქარაქუცა სამეცნიერო ცენტრი და ა. შ.


 რაც ნაცებმა ვერ მოასწრეს, ან ვერ გაბედეს, ქოცებმა გამოჭედეს, ასე მაგალითად  რელიგიური კანონი, რომლითაც ნაცებმა სექტანტებთან გაგვათანაბრეს, მეოცნებე–ლიბერასტთა წყალობით ისეთ ხარისხშია აყვანილი, ქუჩაში თუ სახლში სექტანტ–მწვალებლებს მაგრად თუ არ დაუდექი, მათი გავლენის ქვეშ ადვილად მოექცევი. პატიოსან კაცს ტელევიზორის ჩართვისა ეშინია - ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლითაც სამომავლოდ ერთსქესიანობის დაკანონებას გვიპირებენ, ისეთი ერთსულოვნებით დაგვიკანონეს, თითქოს თვითონ მთვარეზე აპირებენ ცხოვრებას.  მსოფლიო ბოზების ჩამორეკვა ანაკლიაში ლამის ეკონომიკურ პროგრამად გვიქციეს.

განათლება, მეცნიერება და კვლევები ისე გააფარჩაკეს, ვერ გაიგებ: ვინ სტუდენტია, ვინ აკადემიური დოქტორი, ვინ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი და ექსპერტი, ან  საერთოდ საჭიროა კიდევ, თუ არა სწავლა.  საბოლოოდ დაასამარეს აგრარული პროფილის კვლევითი ინსტიტუტების აღდგენის იდეა ე. წ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის შექმნით, სადაც კვლევითი საქმინობა რამდენიმე კაციანი ჯგუფებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა სამსახურების დანამატებამდე დაიყვანეს. სამინისტროებში და უწყებებში ძველი მაფიოზები დატოვეს, ხოლო გვერდით საკუთარი ახლობლები და თავდაჯერებული დილეტანტები მიუსვეს, რომლებიც მოსაჩვენებლად მოწყობილი კონკურსებით თვალთმაქცურად “გააპრავეს”. გაივსო წერა კითხვის უცოდინარი ხალხით საჯარო სამსახურები და განა ძნელია იმის გაგება, რომ ქვეყანას ისევ ძველი ნაც–მაფიოზები მართავდნენ და უკან დასაბრუნებლად აქტიურად ემზადებოდნენ?

კორუფცია აღარ არისო, სინამდვილეში კულტურული მოტეხვები, ანუ, თანხების გადასროლები იქით–აქეთ საითაც თვითონ აწყობთ ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. თუ მოძებნი, ფარულ კორუფციას იპოვნი ყველგან, მ.შ. ნაქებ ჯანდაცვის სისტემაში, სადაც ფსიქიკურად დაავადებულების წამლებსაც კი დიდი რაოდენობით ტეხავენ და ხელზე ყიდიან, არც მკურნალობის დროს ზოგიერთი ექიმის მიერ ქრთამის აღება “კარგი მომსახურების” სანაცვლოდ არ არის უცხო ხილი....


მთავრობის ძალადობა ხალხზე, რომლებსაც არ უნდათ აიდი ბარათების აღება ყოველგვარ ზღვარს სცდება. ასეთი რამ არ ხდება პაპუასების ქვეყანაშიც კი. კიდევ ერთი “საჩუქარი” ქართველ ხალხს – მთავრობის გადაწყვეტილებით 5 დან 100 ჰექტარამდე სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრებაში დაკანონება უცხოელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე ე. წ. ინვესტიციების მოზიდვის მიზნით არის ის საძაგლობა, რომელსაც ადამიანურ ენაზე ქართველი ერის წინააღმდეგ დიდი ბოროტება შეიძლება უწოდო. მოკლედ ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება, რომლის ალმაც  შეიძლება მთელი ქვეყანა დააზიანოს და მხოლოდ მტერი გაახაროს.


  ძვირფასო მკითხველო:
 ამჟამად ძირითადად სოფლის მეურნეობის სამინისტროს “საქმენი საგმირონი” უნდა გაგაცნოთ, რომელსაც საუბედუროდ არა და არ ეღირსა დარგის სპეციალისტების მმართველობა და ეს ურთულესი და უმთავრესი დარგი “არამკითხე მიამბეთა” სათარეშო გახდა!

დღეს სამინისტროს ზედა ეშელონებში სხედან ადამიანები, რომლებსაც სინდისი რომ აწუხებდეთ, სამინისტროში თავს არც შეჰყოფდნენ. მათ სათავეში უდგას  ყოფილი პირველის მიერ სამინისტროზე მიმაგრებული მისივე ახლობელი ვინმე იურა ნოზაძე, რომელსაც არც განათლებით და პროფესიით, მით უმეტეს მეცნიერებით არავითარი კავშირი არა აქვს სოფლის მეურნეობასთან. კაცი, რომელმაც კომპიუტერის ჩართვა-გამორთვაც კი არ იცის, კანონზე და სამართალზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტია... დანარჩენებზე აღარაფერს ვამბობ, რადგან თუ სამინისტროს ვებ გვერდს დავუჯერებთ, უკვე რამდენიმე თვეა მინისტრს მხოლოდ ეს ორი მოადგილე ჰყოლია,  ხოლო ძველი და ახალი ინფორმაცია დომხალივით არის არეული ერთმანეთში.

დეპარტამენტებიდან ქვევით რა ხდება რომ გაარკვიო, სპეციალური კვლევის ჩატარებაა აუცილებლი. ამის მიზეზიცაა, რომ ფერმერებს აგრო ბარათებზე თანხა 31 აგვისტოს მოუხსნეს, ინფორმაციაში კი 31 ოქტომბერი ეწერათ,  ამ გვერდის მესვეურების ცოდვით დაიწვები, როცა საქმე ციფრებზე მიდგება, რადგან ვერ ახერხებენ ათასებისა და მილიონების გამიჯვნას და მძიმეების დასმით მკითხველს გაუგებრობაში აგდებენ. მინისტრის მოადგილე ერთადერთი კაცი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი ილია კვიტაიშვილი, რომელსაც ჭკუა მოეკითხებოდა სამინისტროდან გაუშვეს.

ყველაზე სავალალო ის არის რომ ამ არასპეციალისტებს მინისტრთან ერთად ის დარგი ჩააბარეს, რომელიც ყველაზე მეტადაა დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან.

უმცა, რომელ ჯანმრთელობაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ამ “უფროსების” უვიცობით ქართველი ერი ფიზიკური განადგურების წინაშე რეალურად დგას. ქვეყანა შხამ–ქიმიკატების მსოფლიო ცენტრად გადაიქცა.  ასეთი მაღაზიების რიცხვი რომელთა უმეტესობა არავითარ სანიტრულ–ეკოლოგიურ ნორმას ოდნავადაც არ ექვემდებარება, 10 ჯერ და მეტად გაიზარდა. ქალაქებში გასავლელი ადგილები აღარ დარჩა, რომ ქიმიკატების მყრალი სუნი არ იდგეს. ათასობით ტონა შხამი მილიარდიანი ბრუნვით ერთეულ მავანთა ჯიბეების გასქელებით ყოველწლიურად ასობით ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას იწირავს.

დიახ, მოსახლეობა ჯერ შხამების მაღაზიებით იწამლება, შემდეგ პროდუქტით, ჰაერით და წყლით. მრავალ სოფელში 5–6 წამლობის მაგივრად 15–30 ჯერ ხდება გარემოს უკიდურესი დაბინძურება. როგორც მრავალწლიან ნარგავებში, ასევე ბოსტნეულში ზოგიერთი ისეთი შხამის შესხმა ხდება, რომლის გამოყენება მაღალტოქსიკურობის გამო მხოლოდ არასასოფლო– სამეურნეო ფართობებზე შეიძლება, მაგალითად მოქმედი ნივთიერება ქლოროპიროფოსი, რომელიც 14 დასახელებით აქვთ სამინისტროში დარეგისტრირებული და სხვადასხვა ქვეყნებიდან ასობით ტონა შემოაქვთ,   ე. წ. კატალოგების და “მრჩეველების” საშუალებით ოთხმაგი ნორმით გამოიყენება. (50 ის მაგივრად 200 გრამი 100ლიტრ წყალზე), ხოლო ნიადაგში მღრნელების წინააღმდეგ ეს პესტიციდი ნორმად 50 კგ ჰექტარზე აქვთ დაწესებული, ამდენი ოდენობის გამოყენება ქიმიური ომის დროსაც კი მეტისმეტია. ასეთი შხამებით დამუშავებული ახლად მოკრეფილი ხილი და ბოსტნეული, რომელსაც ერთი თვე და მეტი არ უნდა შევეხოთ, სურსათის უვნებლობის სამსახურის თვალწინ მეორე დღესვე გამოაქვთ ბაზარზე და უპრობლემოდ ყიდიან. ზოგჯერ ხილის კრეფის დროს ბალახის მოსასპობად სამინისტროს ხელდასხმული ე. წ. “მრჩევლების” მითითებით ტოტალური ჰერბიციდები შეაქვთ, რომელიც ყველაფერს სპობს.

სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველად მოშხამვას  მოსდევს შემდგომი მოწამვლა გადამუშავების დროს და კვების მრეწველობაში  გამოყენებული უამრავი ემულგატორებით, ფორმისა და ცრუ გემოვნების მომცემებით, შენახვის ვადის მომმატებლებით. დღემდე ვერ გავთავისუფლდით თურქული ყოვლად საეჭვო საფუარისგან, რომლის გამოყენებაც სიმსივნურ დაავადებებს აჩქარებს!

 ამ უბედურებას  ხელს უწყობს საკანონმდებლო ბაზის მეშხამეობაზე მორგებაც.  საბოლოოდ კი საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად ათასობით ტონა შხამს ჭამს და გაცილებით მეტ მოწალულ ჰაერს სუნთქავს, ვიდრე იაპონიაში, რომ აღარაფერი ვთქვათ სასმელ  და სარწყავ წყალზე, რომელიც საქართველოს მთელ რიგ ინტენსიური მიწათმოქმედების რაიონებში გრუნტის წყლების გავლით ერთმანეთში ერევა და  არავინ იცის, რა დაავადებებს იწვევს, ან გამოიწვევს მომავალში.

ამიტომ მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის პატრიოტული მონდომება სასმელი წყლით საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების შესახებ სერიოზულ საფრთხის ქვეშ დგას.

კვლევითი ინსტიტუტების განადგურების შემდეგ სამინისტროს მიერ სასუქ–პრეპარატების ე. წ. გამოცდას ფორმალური ხასიათი აქვს, ყველაფერი ფულზე აქვთ აწყობილი. დიდ თანხას გადაიხდი უმალვე დაგირეგისტრირებენ, ნაკლებს ცოტა გაცდევინებენ, მაგრამ მთავარია გადაიხადო და თუ გინდა ძაღლის ცოფი შემოიტანე კარგად შეფუთული, ოღონდ სხვა სახელწოდებით და რეგისტრაცია გარანტირებული გაქვს,

სამაგიეროდ, თუ ნამდვილი ქართული ბიოსასუქი, ან ბიოპრეპარატი გამოიგონე, კარგად მაგრად გაწვალებენ, ან უბრალოდ უარს გეტყვიან დარეგისტრირებაზე. ასეთია სამინისტროს ძველი და ახალი რეალური პრაქტიკა.

რის სურსათის უვნებლობა, რა უსაფრთხოება,  სრული პასუხისმგებლობით და გამოცდილებით ვაცხადებ: ყოველი ჩვენგანის და ჩვენი ოჯახების არა მარტო ჯანმრთელობა, არამედ სიცოცხლეც აბსოლუტურად დაუცველია, საავადმყოფოები რომ სავსეა ხალხით  ლომის წილი საკვებზე, ჰაერზე და წყალზე მოდის. ბევრმა ქვეყანამ თავს იმით უშველა, რომ ბიოაგროწარმოება განავითარა. ჩვენს ქვეყანაში კი აგრარული სექტორის ნგრევაში მეტია დახარჯული, ვიდრე შენებაში. ასე გრძელდება დღესაც!

 როგორც ძველმა, ისე ახალმა მთავრობამ ყოველი ჩვენგანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის საკითხი გრანტიყლაპია “ელკანას” მიუგდო, რომელსაც მილიონები აქვს მიღებული და გადაყლაპული 20 წლის განმავლობაში და ბიოპროდუქტით ერთი “ბუტკის” დატვირთვაც არ შეუძლია, არა წლის, არამედ თუნდაც 1 თვის განმავლობაში, მაშინ როცა 3–4 წელიწადში შეიძლებოდა ამ თანხებით ბიოწარმოების სერიოზული განვითარება ქვეყანაში.

ე.წ. ბიომეურნეობათა ასოციაცია, რომელიც აცხადებს რომ 900–ზე მეტი ფერმერი ჰყავს და ხალხს თვალებში ნაცარს აყრის, რადგან თავისავე დებულებით და სახელწოდებით და საქართველოს კანონმდებლობით ვალდებულია ბიომეურნეობები (და არ ფერმერული მეურნეობები განავითაროს), სინამდვილეში თუ სათანადოდ ჩავეძიებით, შეიძლება   ერთი სრულყოფილი  ბიომეურნეობაც  არ აღმოაჩნდეს. ამ ვითომ ბიომეურნეობების “ფლაგმანი” ბიოასოციაციის მიმართ ძველი და ახალი მთავრობების დანაშულებრივი წაყრუების და ხელშეწყობის შედეგად, ფორმალური გამოფენებით და ცრუ პიარით მივედით იქამდე, რომ მსოფლიოში ბიოწარმოებით ყველაზე სამარცხვინო ბოლო ადგილზე ვართ,  მიუხედავად იმისა, რომ კანონი ბიოწარმოების შესახებ 8 წელია გვაქვს და მასერთიფიცირებელი ორგანო “კავკასსერტიც” 8–9 წელია მოქმედებს!

ვის აწყობდა ასეთი საქციელი, თუ არა საქართველოს მტრებს? ბიოწარმოება რომ სათანადოდ განვითარებულიყო ათასობით ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში გვექნებოდა, არა მარტო იმიტომ, რომ ბიო პროდუქციის საშუალებით გადარჩებოდა ხალხი, არამედ იმიტომაც, რომ სოფლად რეალური კონკურენციის საფუძველი შეიქმნებოდა - ვეღარავინ გაბედავდა ამდენი ქიმიის გამოყენებას, რადგან, გასაღებაც სათუო გაუხდებოდა!

არც ასეთი დომხალი გვექნებოდა 1000–მდე დასახელების სასუქის და პესტიციდის სახით სამინისტროს მიერ საქართველოში დარეგისტრირებულ–ჩანერგილი (რომელთა დიდი ნაწილის  რაობა და ადამიანზე დამღუპველი მოქმედების მასშტაბები არავინ იცის) აღარ გვექნებოდა, არც ამდენი კონტრაბანდა და ფალსიფიკაცია იბოგინებდა და არც ამდენი დოყლაპია  იჯდებოდა სამინისტროში.

სერიოზული შეცდომაა (თუ დანაშაული არა) სოფლის მეურნეობის სამინისტროს ე. წ. სამეცნიერო– კვლევითი ცენტრის შექმნა. სამინისტრომ–აღმასრულებელმა ორგანომ, რომელიც ისედაც ტოტალური მონოპოლისტია, ანუ, თვითონ ქმნის სოფლის მეურნეობის და სურსათის პოლიტიკას და შემდეგ თვითონვე “აკონტროლებს.” მეცნიერებაც იოლად ჩაიგდო ხელში და აგროსასურსათო კომპლექსის ერთპიროვნული დიქტატორი გახდა, რითაც საბოლოოდ დაასამარა აგრარული პროფილის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების აღდგენის შესაძლებლობა, ანუ, ბენდუქიძის ნგრევა სისრულეში მოიყვანა.

ცალკე კრიტიკის საგანია ის, რომ ეს ცენტრი სავსეა ყოფილი პირველის ემისრებით, რომლებიც დაწყებული ხელმძღვანელიდან საკვანძო თანამდებობებს ფლობენ და ფარული გარიგებებით უკანონოდ აქვთ მითვისებული სკამები,  თვითმინიჭებულ მეცნიერებათა დოქტორების ხარისხთან ერთად, რადგან, მხოლოდ აკადემიური დოქტორები არიან.

რაც შეეხება კონკურსს, ხალხის თვალის ასახვევად ხმაურიანად ჩაატარეს, სინამდვილეში სამინისტროს და სოფლის მეურნეობის აკადემიას წინასწარ ჰქონდათ სიები შედგენილი მათთვის სასურველი კანდიდატების ბირთვზე, რომლებიც უნაკლოდ გაიყვანეს კიდეც.

სასაცილო და სამარცხვინო იყო თვითონ უვიცი ნოზაძის მოთხოვნა: არც კანონების ცოდნა და არც ინტელექტი, არც სამეცნიერო ხარისხი! მისი დავალებით მთავარი იყო კონკურსანტს დაპირება შესძლებოდა, ანუ ხეირიანი ლაყბობა მოეხერხებინა, თითქოს ცირკის მასხარის შტატებს აგროვებდნენ.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები იქ ძირითადად ტაშის დამკვრელებად ისხდნენ, როგორც ყოველთვის ასეთ საქმეებში გაწაფულები. (თავიდანვე ქედს ვიხრი ნამდვილი მეცნიერების წინაშე, რომლებიც არ იმსახურებენ კრიტიკას, და ძალით გვერდზე ჰყავთ გაწეული) და საერთოდ ეს აკადემია ერთი და იგივე ხალხის საუკუნო საკუთრებაა და არა აგრომეცნიერების სამჭედლო! ამ აკადემიის ინდეფერენტულობის შედეგიცაა სოფლის მეურნეობის გეგმაზომიერი ნგრევა ათეული წლების განმავლობაში.  ასევე კვლევითი ინსტიტუტების განადგურება, რასაც იგი წინ სერიოზულად არ აღუდგა და ფაქტობრივად გაწირა აგრარული მეცნიერება.

სამაგიეროდ თავისი თავი კარგი თბილი ადგილებით,  გარანტირებული ხელფასებით და უზარმაზარი შენობით ქალაქის ცენტრში მსუყედ გადაირჩინა, ამ აკადემიის დამსახურებაცაა, რომ ახალგაზრდობის ჩანაცვლება აკადემიაში თითქმის არ ხდება და გაყინულია აკადემიკოსთა ხარისხობრივი და რიცხობრივი ზრდა - თვეობით  დაკეტილია კაბინეტები, სადაც საქართველოს აგრარული სამეცნიერო პრობლემები ყოველდღიურად უნდა წყდებოდეს, თუმცა დიდი პოპულარობით სარგებლობს გრანტები და მივლინებები, პირადი შემოსავლები და პირადი კეთილდღეობა. როგორც სამინისტროს, ასევე აკადემიის “დამსახურებად “უნდა ჩაითვალოს, რომ დღემდე საქართველოს არ გააჩნია სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია და ტაქტიკა, მით უმეტეს აგროეკოლოგიური ფორმით. არც სამინისტროში და არც აკადემიაში თითქმის არავის არ ესმის, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება ბიოაგროწარმოების გარეშე არის დაღუპვის გზაა. მით უფრო ვერ ერკვევიან, რომ ბიოაგროსექტორი არა რაღაც მიმართულებაა, არამედ ალტერნატიული სოფლის მეურნეობაა, რომლის განვითარებაც საქართველოს უძლიერეს სოციალურ–ეკონომიკურ დონეს განაპირობებს, ერს იხსნის ეკოლოგიური კატასტროფისაგან და ფიზიკური განადგურების საფრთხისაგან.


საზღვარი არა აქვს სამეცნიერო ცენტრის უფროსის ლევან უჯმაჯურიძის სიხარბეს. ეს გამოცდილი  მოთამაშე, როგორც ძველ ასევე ახალ მთავრობასთან და გრანტიყლაპიობასთან საეჭვო კავშირში წილნაყარი, თავისივე ქონებრივი დეკლარაციით რამოდენიმე სამსახურში ერთდროულად 100 000 ლარის შემოსავლით სარგებლობდა ცენტრის დირექტორობამდე, ხოლო, ახალ სამსახურში მისი ხელფასი 2900 ლარით განისაზღვრა თვეში (სხვა ხარჯებზე რომ აღარაფერი ვთქვათ), მაშინ, როცა რეალურად საქმის მკეთებელ სპეციალისტებს ხელფასი 3,5– 4 ჯერ ნაკლები დაუნიშნეს.

დირექტორის ერთ–ერთი მოადგილედ კი დაამტკიცეს კორახაშვილი, რომელსაც მთავრობის ყურადღება და შემოსავლები ისედაც არ აკლდა. აქ საგანგაშო უფრო ის არის, რომ ეს კაცი  აგრონანოტექნოლოგიის თავგამეტებული მეხოტბეა, რომელსაც სურს ამ სამეცნიერო ცენტრის საშუალებით დანერგოს ეს საძაგლობა, რომელიც თავისი არსით გენურ ინჟინერიაზე საშიშია, რადგან, ტრადიციული ქართული პროდუქციის ძირფესვიანად ამოძირკვა უდევს მიზნად. ცნობისთვის გეტყვით, რომ ნანონივთიერებებით დამუშავებული პროდუქტები დიდხანს შეინახება, მაგრამ დაჰკარგავს ბუნებრივ სახეს და შემადგენლობას. დადგენილია, რომ მისი მცირეოდენი მტვერის მოხვედრაც კი სასიკვდილოდ მოქმედებს ადამიანზე.  მოკლედ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს პრინციპით “ყველაფერი შინაურ მედროვეებს, არაფერი  ნამდვილ სპეციალისტებს”. საერთოდ ეს ცენტრი  შემთხვევითი წარმონაქმნია, რომელსაც რამდენიმე სამსახური, როცა გაახსენდათ, მაშინ  დაამატეს, უმთავრესი მაინც დააკლეს, როგორიცაა: ეკონომიკური კვლევის, მარკეტინგისა და მენეჯმენტის სამსახურები. საკონკურსო მოთხოვნები იყო სასაცილო, თუ სატირალი არა. წერდნენ ასე: სასურველია დოქტორის ხარისხი, სასურველია უცხო ენის ცოდა, სასურველია ეს, სასურველია ის....? სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის კონკურსებზე ბაკალავრებს და ათასგვარ არასპეციალისტებს მიაღებინეს მონაწილეობა, რომლებსაც საქართველოს აგროსამეცნიერო მომავალი უტიფრად მიანდეს.

კიდევ არის ერთი საგანგაშო ამბავი:  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იურა ნოზაძის მონაწილეობით ამ დღეებში განიხილეს სოფლის მეურნეობაში 300 მილიონიანი გრანტის განკარგვის საკითხი, სადაც იგი გადაიხარა ფულის დაზღვევის აუცილებლობაზე(?!)  არა მოსავლის, გლეხის შრომის დაზღვევაზე, არამედ გრანტად მოცემული ფულის დაზღვევაზე, მით უმეტეს, რომ ასეთი პოლიტიკის წყალობით დღეს უკვე არაერთ ფერმერს ართმევენ მიწას.

შე მამაცხონებულო თუ კი ამხელა ფული არსებობს, მიდი და ჩადე ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაში - ბიოპროგრამის შექმნაში, ბიოპესტიციდების და ბიოსასუქების შექმნასა და გამოყენებაში, დააფინანსე ბიომეურნეობები, ბიოსაწარმოები, დააარსე ბიოგანათლების კურსები, ყველანაირად შეუწყვე ხელი სუფთა პროდუქციის წარმოებას,  ბიობაზრის ჩამოყალიბებას და გამართვას და ამით გადაარჩინენე შენივე ჯიშის და შენი ქვეყნის  ხალხი, თუ მართლა თვითონ ხარ ჯიშიანი და ფარისეველი არა ხარ!!!
 
უფრო მეტიც, 4–5 წლის განმავლობაში ნოზაძეს მრავალჯერ დავუსაბუთე ეკოლოგიური აგროწარმოების აუცილებლობა, ვაჩუქე წიგნი “ეკოლოგიური აგროწარმოების საფუძვლები” რამდენიმე სახის ბიოლოგიურ სასუქ–პრეპარატებთან ერთად,  ვთხოვე “პირველთან” შუამავლობა, ან რაიმე სახით დახმარება, მაგრამ ამაოდ.

მის მეურნეობაში გამოიცადა არა ერთი ჩვენი (ქართველი მეცნიერების შექმნილი) სასუქ–პრეპარატი, რაზედაც მათვე აქვთ შესანიშნავი დასკვნა მოცემული, მათთანვე გამოცოცხლდა ჩვენი სასუქ–პრეპატებით თითქმის გახმობის პირას მისული ნაძვი და ფიჭვი, ე. ი. ჩვენ ქართველ მეცნიერებს შეგვეძლო და შეგვიძლია საქართველოს გახმობის პირას მისული ტყეების გადარჩენა, ამისათვის არა ერთხელ მივმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროსაც, მაგრამ ვის აინტერესებს ტყის გადარჩენა და ენერგო დამზოგველი ტექნოლოგიები?

ჩვენი სასუქ-პრეპარატი – ლილე, 42 წლიანი გამოცდილებით,  რომელიც აღიარებულია მსოფლიოს რამდენიმე სახელმწიფოს მიერ და ანალოგი დედამიწის ზურგზე არ გააჩნია, გვაქვს 12 კვლევითი ინსტიტუტის საუკეთესო დასკვნა, პრეპარატი რომელზეც გადაღებულია 1.5 საათიანი ფილმი  “ რა განძი გვქონიას “ სახელწოდებით.

“ლილეს” წარმოებაზე ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს ქარხანაც მუშაობდა და მასზე დიდი მოთხოვნაც იყო, რადგან იგი  ერთდროულად არის სასუქიც და პრეპარატიც, ანუ ზრდის მოსავლიანობას და ამარცხებს დაავადებებს 30–50 პროცენტით, ქლოროზს 100 პროცენტით, აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, სტრესებიდან გამოყავს მცენარეები წაყინვების, გვალვის, სეტყვის, დატბორვის დროს, არის უდიდესი ენერგოდამზოგველი ინოვაციური ტექნოლოგია, აქვს სხვა მრავალი საუკეთესო ფუნქცია. აი ეს უნიკალური მსოფლიო დონის გამოგონება (და არა მარტო ეს) ნოზაძის წყალობით ჩიხშია მოქცეული, ხოლო, ტექნოლოგიის ავტორი ქალბატონი გულნარა ჩიხლაძე (რომელსაც მრავალჯერ შეეძლო უცხოელებზე გაესხვისებინა თავისი მიღწევა და გაჭირვებიდან ამოსულიყო) უკვე უიმედობით დაავადებული სიღარიბესა და ნევროზულ სტრესებში ჩამოხმარი სისტემატიურად ავად არის და ვაი თუ... აი ვის აბარია საქართველოს სოფელი დღეს, აი ვინ დაგვიტოვა აგრარული დარგის სამართალ – მემკვიდრედ ყოფილმა პირველმა.


ამოდ ვიტყუებთ თავს ევრობაზრის იმედითაც,  არა თუ ევროპა, არამედ რუსეთიც მალე უარს გვეტყვის ისეა სურსათის უვნებლობა და უსაფრთხოება დარღვეული და უარყოფილი. ამასთანავე, სამინისტროს წაყრუებით და ხელშეწყობით სასურსათო ბაზარი გადაჭედილია გენმოდიფიცირებული, მახინჯი ჰიდროპონიკული,  ჰორმონალური, ნანო ტექნოლოგიური ფარული თუ ღია მოქმედებით მიღებული ადგილობრივი თუ იმპორტირებული ერთმანეთში აღრეული კვების პროდუქტებით.

ამიტომაც ვაცხადებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის საეჭვო ორგანიზაცია,  რომელიც უღრმეს ჭაობში მიათრევს დარგს და მთლიანად ქვეყანას. ამიტომ უნდა დაიშალოს იგი და შეიქმნას აგროეკოლოგიური განვითარების სამინისტრო, რომელიც მთლიანად ორიენტირებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქციის წარმოებაზე - სამინისტროში უნდა მოვიდნენ აგროეკოლოგიური განათლების და ხედვის პროფესიონალი სპეციალისტები. სამინისტროს დაქვემდებარებიდან უნდა გამოვიდეს და ცალკე დამოუკიდებელ ძლიერ ერთეულად იქცეს სურსათის უვნებლობის სამსახური. უნდა გაუქმდეს ნაცარქექია სამეცნიერო ცენტრი და მის ბაზაზე აღდგეს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები. უნდა გაუქმდეს არაფრისმაქნისი ე.წ. საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრები და მათ ადგილზე კონკურენციის ბაზაზე ჩამოყალიბდეს აგროეკოლოგიური მიმართულების კერძო სამსახურები. უნდა შეიქმნას აგროეკოლოგიური განათლების ძლიერი კერები, შესაბამისი პროფილის მომზადება-გადამზადების კურსები. უნდა აღდგეს სამეცნიერო ხარისხის და ექსპერტის უფლების მიმნიჭებელი კომპეტენტური (საბჭოები) კომისიები. უნდა გაიმიჯნოს აკადემიური დოქტოები მეცნიერებათა დოტორებისგან.


სახელმწიფომ უნდა დაიბრუნოს აგრარული უნივერსიტეტი, რომელიც უნდა რეფორმირდეს აგროეკოლოგიურ უნივერსიტეტად. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია უნდა გარდაიქმნას აგროეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიად, უნდა დაიწყოს თაობათა ცვლა და აკადემიკოსების ხარისხობრივი და რიცხობრივი ზრდა. უნდა შეიქნას აგროეკოლოგიური განვითარების ბანკი, თავისი პროფესიონალი აგროსპეციალისტებით. გრანტების, ინვესტიციების და სახელმწიფო დაფინანსების უდიდესი ნაწილი უნდა მოხმარდეს ბიოაგროსექტორის განვითარებას.

სამინისტროს და აკადემიის მიერ  კომპეტენტურ ორგანიზაციებთან და პროფესიონალ აგრარიკოს მეცნიერებთან ერთად უნდა შემუშავდეს ბიოაგროსექტორის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სახალხო განხილვის შემდეგ  დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს. არ უნდა დარჩეს აგრარული პროფილის არც ერთი დაწესებულება, თუ ორგანიზაცია, სადაც ეკოლოგიური მიმართულება არ იფუნქციონირებს. კანონები და დადგენილებები,  სურსათის უვნებლობის კოდექსი და სხვა, უნდა გადაიხედოს და აგროეკოლოგიური ხასიათი მიეცეს. სულ რამდენიმე წელიწადში საქართველო  უნდა გაძლიერდეს აგროეკოლოგიური მიმართულების მეცნიერების და წარმოების ერთობლივი მაღალსაიმედო, მაღალტექნოლოგიური, მდგრადი ეკონომიკური მიღწევებით, უნდა გახდეს ერთ –ერთი საუკეთესო ორგანული სოფლის მეურნეობის ქვეყანა მსოფლიოში.

თუ ამას არ გააკეთებს ეს ხელისუფლება, იგი საკუთარ თავს თვითონვე დაასამარებს,  ხოლო ამ პოლიტიკას გაატარებენ ის ადამიანები, ვინც ქართული იდეის მატარებლები არიან, მათი რიცხვი კი უფლის შეწევნით  საქართველოში  საკმაოდ დიდია.

P.S.   მთავრობა, რომელიც მიიჩნევს, რომ სიმართლის თქმა ინტრიგანობაა, ლაყბობა საქმე, ხოლო უცხოელი   თუ ქართველი ბელადების ხელში ქვეყნის ჩაგდება პოლიტიკა, ერს ტაძრამდე ვერ მიიყვანს. ვერც ძველი და ვერც ახალი ე. წ. “პოზიცია–ოპოზიცია”, რომელიც ფაქტობრივად ერთი და იგივე ძალაა, ქვეყანას ჩიხიდან ვერ გამოიყვანს. აუცილებელია ახალი, ნამდვილი ეროვნულ–მართლმადიდებლური ერთობა და კურთხევა უფლისა, სხვა გზა ქვეყნის გადარჩენისა არ არსებობს!
                                                                                           ლერი ჯალაბაძე,
    ეკონომიკის დოქტორი, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, "აგრო     ეკოსისტემის განვითარების კავშირი-ეკოსანდოს"  გენ. დირექტორი, ბიოფერმერი,

 

                                                            პოლიტიკური გაერთიანება “ქართული იდეა“

                                                                        აგრარული პოლიტიკის ხელმძღვანელი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: