Iverioni
«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
მაისი 2023 (4)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
4-10-2014, 14:01
ნანახია: 4304

ნოდარ ხადური:

  საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შემოსავლების სამსახურის უფროს ირაკლი გვარამაძესთან ერთად  სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვია. მინისტრი საქართველო-თურქეთის საზღვარზე გაეცნო "კარწახის" საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობის მიმდინარეობას.

  "ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო პუნქტი, ვინაიდან ის უმოკლესი მანძილით დააკავშირებს თურქეთის ცენტრალურ რაიონებს საქართველოსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და რუსეთთან. ველოდებით ძალიან მნიშვნელოვან ტვირთბრუნვას. ჩვენი მხრიდან უკვე მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები და მალე, ქართული მხრიდან საბაჟო მზად იქნება ფუნქციონირებისთვის. როგორც კი თურქეთი შეძლებს, თავის მხარეს გახსნას საბაჟო-გამშვები პუნქტი, ჩვენ 24-საათიან რეჟიმში დავიწყებთ მუშაობას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.