ირაკლი ღარიბაშვილ: ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მეტად დაცულები იქნებიან!

ირაკლი ღარიბაშვილ:  ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მეტად დაცულები იქნებიან!

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, ბოდიში მოუხადა ყველა იმ უცხოელ მოქალაქეს, რომელსაც ახალი სავიზო პოლიტიკის ამოქმედებასთან დაკავშირებით გარკვეული უხერხულობა და პრობლემები შეექმნა.

  პრემიერის თქმით, ეს არ არის მიზანმიმართული პოლიტიკა, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და ამ პროცესში დაფიქსირებული ყველა ხარვეზი დროულად აღმოიფხვრება.

  "მინდა განვმარტო, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების უკეთ დაცვას, საქართველოში მიგრაციული პროცესების ეფექტურად მართვას. საზღვრის დაცვის პოლიცია მუშაობს ძალიან ეფექტიანად და ბოლო 10 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა ის, რაც მინისტრმა ჭიკაიძემ ერთი წლის განმავლობაში გააკეთა. 11 ახალი სასაზღვრო სექტორი იხსნება მოკლე პერიოდში, მესაზღვრეებს გაეზარდათ ხელფასი, ძალიან ბევრი ეფექტიანი პროექტი განახორციელეს. ეს ყველაფერი შექმნის ძალიან კარგ სურათს, რომ ჩვენი ქვეყნის სანდოობა გაიზარდოს, იყოს მეტი უსაფრთხოება და უფრო დაცული იყვნენ ჩვენი მოქალაქეები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: