Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (5)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
19-10-2014, 09:51
ნანახია: 733

ზურაბ აბაშიძე: არ შეიძლება გადაწყვეტილებები ისტერიულ რეჟიმში იქნას მიღებული!

  პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილებები. 

 

   კარასინთან შეხვედრას თავისი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს, აქედან გამომდინარე, მოსაზრებები, რომ პრაღაში მას კარასინთან შეხვედრაზე უარი უნდა ეთქვა, გაუგებარია. აღნიშნული განცხადება აბაშიძემ "მოამბის" ეთერში გააკეთა.

  "სანამ რაღაცაზე იტყვი უარს, უნდა იყო დარწმუნებული, რომ რაღაც უკეთესი გელის. სანამ ჩვენს ორმხრივ დიალოგზე უარს ვიტყვით, ჯერ ჩვენს დასავლელ მეგობრებთან, პარტნიორებთან უნდა ვისაუბროთ, კონსულტაციები გავიაროთ, დავფიქრდეთ და გავიაზროთ ყველაფერი. ემოციურმა მიდგომებმა არაერთხელ გადაგვყარა უბედურებას, მათ შორის, 2008 წელს. არ შეიძლება ასე ტახიკარდიულად, ისტერიულ რეჟიმში გადაწყვეტილებების მიღება,"- განაცხადა აბაშიძემ.