Iverioni
«    სექტემბერი 2022    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
სექტემბერი 2022 (4)
ივლისი 2022 (1)
ივნისი 2022 (4)
მაისი 2022 (3)
აპრილი 2022 (3)
მარტი 2022 (2)
29-10-2014, 15:38
ნანახია: 1173

თამარ კორძაია: ძველი სისტემისგან რეალური წყვეტა უნდა მოხდეს!

  ფარული მოსმენებისა და ე. წ ოდეერების სისტემასთან დაკავშირებით თამამი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა თამარ კორძაიამ  პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

  მისი თქმით, ძველი სისტემისგან რეალური წყვეტა უნდა მოხდეს. 

 

   "2012 წელს ხალხის ლოზუნგი იყო "სისტემა უნდა დაინგრეს", რაც მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის", როგორც სუბიექტის დემონტაჟს არ გულისხმობდა. ამ მოთხოვნას მოქალაქეეები გვიყენებდნენ. სისტემის ნგრევას ახლის შენება მოჰყვა, თუმცა, იმ მანკიერ თვისებებზე უარი უნდა ვთქვათ, რასაც ადგილი წინამორბედების დროს ჰქონდა. ფარული მოსმენების და ე.წ ოდერეების სისტემასთან დაკავშირებით თამამი ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ეს იქნება რეალური წყვეტა ძველი სისტემისგან. ეს უნდა გაკეთდეს დღეს, რადგან ხვალ გვიან იქნება",-აღნიშნა კორძაია.