Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
19-11-2014, 20:07
ნანახია: 1211

დავით თევზაძე:-

   თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე დღეს "ივერიონის" პრესკლუბში ემზარ კვიციანის სასჯელს გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"თქვენ გახსოვთ, ემზარ კვიციანის მიმართ იყო ბრალდებების მთელი კასკადი, ამიტომ ვფიქრობდი, რომ მოხსნიდნენ იმ ნაწილებს, რაც ითვალისწინებდა დიდ სასჯელებს და დატოვებდნენ იმას, რაც უკვე მოიხადა. პროკურორი, რომელიც ადამიანს იმეტებს წვალებსთვის, ეს არის სადიზმი და სხვა არაფერი. მე მხოლოდ ერთ პროცესს დავესწარი და ჩემთვის ნათელი გახდა როგორც დამთავრდებოდა ეს პროცესი, მოსამართლის კი გამიკვირდა, რადგან ახალგაზრდა კაცია და ძალიან ახალგაზრდაა იმისათვის, რომ მან ასეთი სიბინძურით დაიწყოს თავისი კარიერა. 

   რაც შეეხება დაწყებულ პროტესტს, შესაძლოა გამოიღოს შედეგი, ან შეიძლება ეს მოშიმშილეებიც აყარონ ისე, როგორც ეს გააკეთეს როდესაც მოშიმშილე ვეტერანები დაარბიეს. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ემზარ კვიციანი არის პირველი პოლიტიკური პატიმარი, თუ საზოგადოებამ ეს ეხლა გაატარა, შემდეგ მივიღებთ იმას, რაც წინა ცხრა წლის მანძილზე გვქონდა. ეს არის ძალიან სუსტი ხელისუფლება, ფაქტია, რომ ქვეყანას ვერ მართავენ, ეს  სასამართლო სისტემა დამარხავს ნებისმიერ ხელისუფლებას და ნებისმიერ დემოკრატიის განვითრების მცდელობას, ეს უკვე ცალსახად გამოჩნდა.