Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
16-12-2014, 12:37
ნანახია: 4205

მინდია ჯანელიძე: საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფა, თავისთავად ჩვენი ქვეყნის სამსახურია!

 

 

" დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ჯარისკაცები ამ პასუხისმგებლობას თავს მაღალ დონეზე გაართმევენ", -განცხადება  ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ვაზიანის მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, ქართველ სამხედროებს შესწევთ უნარი, NATO-ს წევრი სახელმწიფოების გვერდით შეასრულონ საბრძოლო ამოცანები.

"პირველ რიგში, მინდა, ყველა ოფიცერს, ყველა სერჟანტს და ჯარისკაცს გულითადად მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო მათი მომზადების პროცესში, ვინაიდან დღეს ჩვენ გვყავს ასეული, რომელსაც შეუძლია, მაღალ დონეზე შეასრულოს თავისი საბრძოლო ამოცანა. ამ ასეულს დაეკისრება განსაკუთრებული მისია. ეს არის საპატიო მისია და კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს შესწევთ უნარი, NATO-ს წევრ სახელმწიფოებთან ერთად შეასრულონ საბრძოლო ამოცანები ისევე მაღალ დონეზე, როგორც ამას აკეთებენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. ეს მისია დიდი ნდობაა, დიდი პასუხისმგებლობაა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ამ პასუხისმგებლობას თავს მაღალ დონეზე გაართმევენ", - განაცხადა ჯანელიძემ.

მინდია ჯანელიძის განმარტებით,  საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით ქართველი სამხედროები საკუთარ სამშობლოს იცავენ.

"ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, საერთაშორისო მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეს თავისთავად არის ჩვენი ქვეყნის სამსახური და ჩვენი ქვეყნის დაცვა, ვინაიდან საქართველო არის ცივილიზებული სამყაროს წევრი. მსოფლიოში მშვიდობა და სტაბილურობა არის ის მდგომარეობა, რომელშიც საქართველოს წვლილი შეჰქონდა და კვლავ შეიტანს, ამიტომ გაწეული საქმიანობა, ყველა წუთი და ყველა საათი, როცა ჩვენი ჯარისკაცები იმსახურებენ სამშვიდობო ოპერაციებში, ეს იქნება სამშობლოს დაცვის და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისკენ მიმართული სამსახური", - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.