საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა 2016 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელდება

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა 2016 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელდება

 ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მისიის მუშაობა საქართველოში 2016 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელდება.
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, ევროკავშირის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისტვის კონკრეტულ მხარდაჭერას ახორციელებდა. ევროკავშირის ქვეყნები მტკიცედ უჭერეს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საქმეთა საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვსპუნქტიან შეთანხმებას რუსეთსა და საქართველოს შორის.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: