დემურ გიორხელიძე: "საქართველო ბანდუსტანი არ არის!"

დემურ გიორხელიძე: "საქართველო ბანდუსტანი არ არის!"

ევროპელების პ რ ე ტ ე ნ ზ ი ე ბ ი საქართველოსადმი უ ს ა ფ უ ძ ვ ლ ო ა: ჯერ-ჯერობით,ფ ი ზ ი კ ი ს კანონები ამ ვითომ სახელმწიფოში (საქართველოში!) განუხრელად არის დაცული,-საქართველოში, ამ კანონების არანაირ შერჩევით გამოყენება/მოქმედებას ადგილი არა აქვს! ხელები შორს საქართველოსგან! ხელები შორს ქართული სამართლისაგან,თ ო რ ე მ ... მაგ ფიზიკის კანონებასაც ვუტირებთ დედას, -არ ვამოქმედებთ, -ანდა,ვამოქმედებთ... შერჩევით!გასაგებია?!ჩვენი ნებაა არაა?!.. ჩემო ევროპელო ძმაო,ეს საქართველოა, საქართველო!შენ კი ვერ გაგიგია და...ბ ა ნ დ უ ს ტ ა ნ ი გგონია, -ხალხი კიდევ... ბ ა ნ დ უ ს ტ ა ნ ე ლ ე ბ ი! ნურას უკაცრავა! ვერ მოგართვით!
(როგორც იტყოდა ერთი ჩვენი ყოფილი და თქვენი ახლანდელი კუმირი!)არადა, ამის თქმის საფუძველს იცი რა მაძლევს?!ისეთ ხალხს უჭერ მხარს, ჩემო ძმაო, მხარდამჭერს რომ გრამი ტვინი არა აქვს თავში, ნაღდია!ამ ხალხით ბანდუსტანში შეგიძლია მიიღო შედეგი! მაგრამ... შენი ნებაა!შენ უჭერ მხარს, ვისაც შენი გონება წვდება და მოგწონს! ხალხი კიდევ დაუჭერს მხარს ვისაც მისი გონება გაწვდება და... მოსწონს (აუჰ! ეს რა დავწერე! რო მოსწონს და სხვას არაფერს უყურებს, იმიტომაა კარგად საქმე, მაგრამ... ჯერ ასეა! ეს ჩვენი ხალხია, - შენსავით ერეკება, ოღონდ... სხვა მხარეს!)... მოკლედ, ლავუაზიეს კანონია, ლავუაზიეს! ხომ გახსოვს, კაი ევროპელი იყო, თანაც, ფრანგი!
ანუ, მაგრად გაჭედილში ხარ შენ და...ჩვენც, ჩემო ევროპელო ძმაო, ჩემო!ბანდუსტანში ხომ იყავი დაყოვნებული დიდხანს, ჰა?!  წერს გიორხელიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: