25 დეკემბერი -ილია მეორეს აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეა

25 დეკემბერი -ილია მეორეს აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეა

   25 დეკემბერი - უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, მცხეთა - თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ - აფხაზეთის მიტროპილიტის ილია მეორეს აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეა.

ივერიონი

ულოცავს უწმინდესს და სრულიად საქართველოს ამ ღირსშესანიშნავ დღეს!

 

   ილია II, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილ-ღუდუშაური 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. ვლადიკავკაზის 22-ე საშუ-ალო სკოლის დამთავრების შედეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სე-მინარიაში განაგრძო. 

   24 წლის ასაკში იგი ბერად აღკვეცეს. ბერს სახელად ილია უწოდეს. ამის შემდეგ ილია ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკო-პოსად და დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად. აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადა-იყვანეს. შემდეგ აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტრო-პოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო.

   1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პა -ტრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სი-ნოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

   1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობ-რივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწო-და ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 390-400 წლე-ბში.

   1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვა-ნილი: ღვთის განგებით, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება.

   ეკლესიას იმ დროს, შეიძლება ითქვას, მრევლი არც ჰყავდა. თვით პატრიარქის წირვა-ლოცვას ათიოდე კაცი ესწრებოდა. და, აი, მოხდა საოცრება: სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარიც და მისი ეზოც ინტე-ლიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებითა და ახალგაზრდებით გაივსო. ეკლესიისადმი ასეთი თანაგრძნობა კომუნისტური რეჟიმის დროს პირველი იყო. როგორც ჩანს, ხალხმა იგრძნო, რომ საქართ-ველოს ცხოვრებაში რაღაც ახალი, ძალზე მნიშვნელოვანი იწყებოდა.

   "ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მა-ინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამი-ყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა", - ბრძანა საქართველო კა-თოლიკოს-პატრიარქმა.

   გავიდა 25 წელი და აი, ის არასრული ჩამონათვალი, რაც ჩვენი პა-ტრიარქის მწყემსმთვრულ მოღვაწეობას უკავშირდება:

   1990 წელს უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ხანგრძლივი და და-უღალავი შრომით მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგე-ლი, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და მთელმა მართლ-მადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს უწმიდესი ეკლესიის ავ-ტოკეფალია.

   კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ეკ-ლესიის წმიდათა დასს მრავალი წმიდანი შეემატა - წმიდა ილია მართალი (XIX-XX ს.), წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე (XX ს.), ღირსი მამა ამბროსი (აღმსარებელი) ხელაია (XX ს.), ალექსი ბერი (შუშანია) (XX ს.), წმიდა მიტროპოლიტი ნაზარი სამღვდელო დასთან ერთად (XX ს.), წმიდა ნინოს მშობლები - ზაბულონი და სოსანა (IV ს.), წმიდა თეოდორე კველთელი (XVII ს.), წმიდა მღვდელმთავარი ალექ-სანდრე ოქროპირიძე (XIX ს.), წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) (XIX ს.), წმიდა ცოტნე აღმსარებელი (XIII ს.), აჭარაში თურ-ქთაგან წამებულნი მამანი და დედანი (XVIII ს.), პეტრე I (V ს.) - წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწე კათოლიკოსი, სამუელ I (V-VI ს.) - პეტრე I შემდგომი კათოლიკოსი, მელქისედეკ I (XI ს.) - სვეტიცხოვლის განმაახლებელი, საქართველოს პირველი კათოლი-კოს-პატრიარქი, ზოსიმე II - ეპისკოპოსი კუმურდოელი (XV ს.) დიდი მოღვაწე, ჰიმნოგრაფი და მქადაგებელი, კლარჯეთის უდაბნოს ღირ-სნი მამანი და დედანი (IX ს.), მღვდელმონაზონი თევდორე აჭარელი (XVIII-XIX ს.) - ათონის მთაზე ოსმალთაგან ქრისტეს სარწმუნოებისა-თვის წამებული. მღვდელმონაზონი ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) (XVIII-XIX ს.) - იმერეთის მეფის, სოლომონ II მოძღვარი, აბუსერიძე ტბელი (XIII ს.), ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი და ჰაგი-ოგრაფი, საქართველოს მთლიანობისთვის თავდადებული, ექვთიმე თაყაიშვილი (XIX-XX ს.) დიდი მეცნიერი და მოღვაწე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მებრძოლი, ეროვნული საგანძურისა და სიწმიდეების გადამრჩენელი, უღმრთოთაგან დევნილი. კირიონ II (საძაგლიშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (XIX-XX ს) - გამოჩენილი საეკლესიო და ეროვნული მოღვაწე, მკვლე-ვარი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის დევნი-ლი, მოწამეობრივად აღსრულებული.

   1988 წელს მისი უწმიდესობის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა მრავალი სასულიერო სასწავლებელი, გიმნაზიები, სხვადასხვა საერო უნივერსიტეტებში დაარსდა საღვ-თისმეტყველო კათედრები, სადაც ლექციებს კითხულობენ თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულნი.

   უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქარ-თულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებული, გამოდის საეკლესიო ჟურნალ-გაზეთები, საეკლესიო კალენდრები, საღვთის-მეტყველო წიგნები. საპატრიარქოსთან შეიქმნა მისიისა და ევანგე-ლიზაციის, ხალხური რეწვის, საგარეო-ეკონომიკური, საფინანსო-სამეურნეო, სიმწმიდეთა მოძიების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთე-ლობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებები, პრესცენტრი, ხუროთმოძღვრების, საეკლესიო გალობის აღდგენისა და შემსწავლელი ცენტრი, სასწავლო კომიტეტი. 2001 წლიდან ეთერშია საპატრიარქოს რადიო "ივერია", რომლის მაუწყებლობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთში. საპატ-რიარქო რეზიდენციაში პერიოდულად იმართება სამეცნიერო კონფე-რენციები აქტუალურ თემებზე. სადაც სასულიერო პირები და მეცნი-ერები ერთობლივად განიხილავენ ჩვენი ქვეყნსათვის საჭირბოროტო, პრობლემატურ საკითხებს. საპატრიარქოში ფუნქციონირებს ახალგა-ზრდული ორგანიზაცია "ძლევაი", ჩამოყალიბდა საქველმოქმედო ფონდი "ლაზარე", რომელიც სოციალურად დაუცველ ფენებს უწევს დახმარებას, დაარსდა მოხუცებულთა თავშესაფარი, მოწყალების სახ-ლი. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, გაიხსნა ობოლ ბავშვთა სახლები ძეგვში, ბედიანში და ზესტაფონში, სადაც მონასტ-რები მფარველობენ მზუნველობას მოკლებულ ყმაწვილებს.

   უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II მოინახულა საუკუნეთა მან-ძილზე სამშობლოს მოწყვეტილი ფერეიდნელი ქართველები. აღსა-ნიშნავია, რომ ისტორიული ძნელბედობის გამო საქართველოს სხვა პირველიერარქებს მანამდე ამგვარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ. პატ-რიარქ ილია II-ს ასევე აქტიური ურთიერთობა აქვს თურქეთში, საინგილოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართვე-ლებთან.

   კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში გაიხ-სნა ეკლესიები და მონასტრები, აშენდა ახალი ტაძრები. ცნობისათვის: 25 წლის წინ საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო, დღეს მათი რიცხვი 800-მდეა. 25 წლის წინ 40-მდე სასულიერო პირი გვყა-ვდა, დღეს 1000-მდეა. საქართველოს ეპარქიათა რიცხვი 30-მდე გაი-ზარდა. აღსდგა ტაო-კლარჯეთის ისტორიული ეპარქია და დაარსდა ახალი - დასავლეთ ევროპის მიტროპოლია.

   კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოებულია მსოფლიოს საპ-ატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღ-ლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. ასეთივე ხარისხი მიანიჭა 1997 წელს მას კრეტის მეცნიერებათა აკა-დემიამ. იგი არჩეულია მოსკოვის ინფორმატიზაციის აკადემიის წე-ვრად, 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახე-ლმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესო-რის წოდება მიანიჭეს.

   ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მოღვაწეობას უკავშირდება. 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სახელმ-წიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და განისაზღვრა ეკლესი-ის ადგილი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.

   სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევითა და ღვაწლით თბილისში აშენდა წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი, როგორც ქარ-თველი ერის ღვთისაგან სინანულით მოქცევის სიმბოლო.

 

  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: