Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
26-12-2014, 15:54
ნანახია: 929

სახალხო დამცველმა პრემიერის ინიციატივა ჩამორთმეული ქონების თაობაზე დადებითად  შეაფასა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ჩამორთმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას დადებითად აფასებს.


"ჩვენ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საპარლამენტო ანგარიშში სპეციალური რეკომენდაცია მოვამზადეთ იმისათვის, რომ მსგავსი ჯგუფი, კომისია ჩამოყალიბებულიყო პროკურატურაში, რომელიც შეისწავლიდა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ ყველა განცხადებას, რომელიც მოქალაქეების მხრიდან იყო შეტანილი პროკურატურაში. თუკი ასეთი ჯგუფი ჩამოყალიბდება, კარგი იქნება", – განაცხადა ნანუაშვილამა.