Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (9)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
27-12-2014, 09:35
ნანახია: 822

გიორგი მარგველაშვილი:

"გავიგე, რომ სტრასბურგში, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესზე დასასწრებად ხელისუფლებიდან არავინ მიდიოდა," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა.

"მე ვიმყოფებოდი ვიზიტით. ჩამოვედი და გავიგე, რომ სტრასბურგში არავინ მიდის. ეს იყო ის რეალობა, რომელიც მე გავიგე ჩვენი არხებით. არ ვიცი, რატომ არ მიდიოდა არავინ, მაგრამ მე ნამდვილად ვიცოდი, რომ სტრასბურგის დატოვება სახელმწიფო დელეგაციის გარეშე იქნებოდა არასწორი. ასე რომ, მე არაფრის მომზადების შესაძლებლობა არ მქონდა - დილით სხვა ქვეყნიდან ჩამოვედი და საღამოს სტრასბურგში წავედი. მე უნდა წავსულიყავი იქ, რომ არ ყოფილიყო გაუგებარი ვითარება და ხელშეკრულების რატიფიკაცია არ ჩაებარებინა წინა ხელისუფლების პრეზიდენტს. სააკაშვილი იყო იქ, ხომ ნახეთ?! წარმოიდგინეთ სურათი, სადაც არის მხოლოდ სააკაშვილი. ცოტა აბსურდული ვითარება იქნებოდა, მარტო ყოფილი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო იქ და სხვა არავინ. შესაბამისად, მე ჩემი თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ როცა არავინ მიდიოდა, წავსულიყავი და იქ ვყოფილიყავი. ეს იყო ჩემი ვალდებულება", - განაცხადა მარგველაშვილმა.