გიულჩოხრა მამედოვა: სომხებს სხვისი საკუთრების მითვისება სჩვევიათ

გიულჩოხრა მამედოვა: სომხებს სხვისი საკუთრების მითვისება სჩვევიათ

ფუად ჰუსეინ-ზადე
ინტერვიუ აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიულჩოხრა მამედოვასთან:
გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებით:


შეკითხვა: გიულჩოხრა-ხანუმ, გვაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის ხელმძღვანელის ვაზგენ მირზახანიანის მიმართვასთან დაკავშირებით, რომელშიც მან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან მოითხოვა „დაუბრუნოს სომხებს ასობით ეკლესია, რომლებიც ქართველებს აქვთ მითვისებული“...


გიულჩოხრა მამედოვა: გაკვირვებას იწვევს სომხების დავა ქართული არქიტექტურული ძეგლების მიმართ. ჩემი აზრით, დღეს, როცა საქართველოს არქიტექტურის ისტორია ძალიან კარგადაა შესწავლილი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერების მიერ, ამგვარი პრეტენზიები უადგილო და უბრალოდ, სასაცილოა.


ისტორიიდან ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ სომეხი ისტორიკოსები ქართული არქიტექტურული ძეგლების სომხურად წარმოსახვას ცდილობენ. ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე წერდა ამის შესახებ თავის ნაწარმოებში „ქვათა ღაღადი“ და გულისტკივილით საუბრობდა სომეხთა პრეტენზიებზე. სომხებს სჩვევიათ სხვისი საკუთრების მითვისება და ამგვარად, ისინი არ თაკილობენ არქიტექტურული ძეგლებიდან ქართული წარწერების წაშლას  და მათ შეცვლას სომხური ეპიგრაფიკით. სხვათა შორის, ეს ფაქტები ადრეც მრავალჯერაა ასახული ისტორიულ ნაშრომებში. სამწუხაროა, რომ სომხები არად დაგიდევენ მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებულ ობიექტურ კვლევებს ქართულ არქიტექტურაზე. მათი მცდელობა ყოველთვის გამიზნულია იმისკენ, რაც შეიძლება გაამდიდრონ თავიანთი ისტორია სხვისი მიღწევებით. როგორც 100-150 წლის წინათ ცდილობდნენ სომხები იმის დამტკიცებას, რომ სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ ერთი - სომხური ქრისტიანული კულტურა არსებობსო, ახლაც იგივე პოლიტიკას აგრძელებენ!
ჩვენთვის, აზერბაიჯანელებისთვისაც ცნობილია სომეხთა ამგვარი მცდელობები, რომელთა თანახმად, მათ კავკასიური ალბანეთის მემკვიდრეობის მითვისება სურთ, არადა აზერბაიჯანულმა მეცნიერებმა უკვე დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ კავკასიური  ალბანეთის კულტურა სწორედ აზერბაიჯანელი ხალხის მემკვიდრეობას წარმოადგენს.


შეკითხვა: რამდენად ობიექტურია სომეხ მეცნიერთა და რელიგიურ მოღვაწეთა პრეტენზიები ქართული ეკლესიის მიმართ?


გიულჩოხრა მამედოვა: ამაზე არქიტექტურულმა მეცნიერებამ პასუხი დიდი ხანია გასცა: საკულტო შენობების არქიტექტურული მსგავსების მიუხედავად, ყოველი ხალხის ხუროთმოძღვრებას თავისი დამახასიათებელი განსხვავებები აქვს. ამაზე ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ცნობილი ქართველი მეცნიერი ვახტანგ ბერიძე წერდა, რომელმაც სიმპოზიუმებზე თავისი გამოსვლების დროს ძალიან კარგი შედარებითი ანალიზი გააკეთა შუა საუკუნეების ქართული და სომხური არქიტექტურის საკითხში. მან მშვენივრად აჩვენა, რომ მსგავსებასთან ერთად არის განსხვავებაც. უბრალოდ, დღეს სომხებს პოლიტიკური მიზანი აქვთ: რაც შეიძლება მეტად დაასაბუთონ თავიანთი პრეტენზიები იმ მიწებზე, სადაც ესა თუ ის არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს.


შეკითხვა: რამდენად შესაძლებელია აზერბაიჯანელი და ქართველი მეცნიერების კოოპერაციის შესაძლებლობა ორივე მხარისთვის საზიანო სომხური საფრთხის გასანეიტრალებლად?


გიულჩოხრა მამედოვა: სომხების პრეტენზიების გასანეიტრალებლად აზერბაიჯანელმა და ქართველმა მეცნიერებმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ. რადგან ჩვენი პატარა რეგიონი არქიტექტურული ძეგლებით ძალიან მდიდარია, მე მესმის, რომ ჩვენს შორისაც შეიძლება რაღაც დავა არსებობდეს რომელიმე კულტურის ძეგლის მიმართ. ვიცით, რომ ძველ დროში სახელმწიფო საზღვრები ისეთი მკვეთრი და ნათელი არ იყო, როგორც დღესაა. არის ძეგლები სასაზღვრო ადგილებში, რომლებზე კულტურათა ურთიერთგავლენაა ასახული. ადამიანებს და ხალხებს შორის კავშირი ყველა დროსა და ყველა ეპოქაში იყო, რაც არქიტექტურის ძეგლებზეც გამოიხატა. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავერთიანდეთ კიდეც  იმისთვის, რომ ყოველი ძეგლის მიმართ სრულიად დასაბუთებული და ობიექტური მეცნიერული აზრი იყოს მოცემული. 21-ე საუკუნეში სომხებმა, ისევე როგორც ასი წლის წინათ, უნდა შეწყვიტონ თავიანთი აბსურდული პრეტენზიები მეზობელი ხალხების მიმართ“.

«Интерфакс-Азербйджан» (აზერბაიჯანი), 16 იანვარი, 2015 წელი
http://interfax.az/view/629518


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: