მერაბ შათირიშვილი:-"გათვლა მარტივია - დარტყმა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ განხორციელდა"

მერაბ შათირიშვილი:-"გათვლა მარტივია - დარტყმა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ განხორციელდა"

   მოძრაობა "ახალი რეალობისთვის" დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვას ეხმიანება და სასაფლაოდან დაბრუნებული აცხადებს:

 

   -"ახლა დავბრუნდი სასაფლაოდან, სადაც იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფეთქეს... ეს არის უპრეცედენტო მკვლელობა - არაქართული, მე, მაფიურს დავარქმევდი, ჩვენი ტრადიციებისათვის შეუფერებელს და არგაგონილს... ასეთი სასტიკი ტერორისტული აქტი, ჩემი აზრით, პოლიტიკური მკვლელობაა, ახლა ხომ მაინც დავრწმუნდით, რაოდენ გაუმართლებელი გამოდგა ევროპისთვის კოჭის გაგორება და კოაბიტაციის პროცესი, რამაც გააცოცხლა გველეშაპი და უკვე კუდს კი არ იქნევს, პირიდან ცეცხლს აფრქვევს?.. იური კეთილი კაცი იყო, რომელიც სამართლიანობის აღდგენისთვის უკომპრომისოდ იბრძოდა, ბოლო პერიოდში მისი გააქტიურება, ეტყობა, კარგი მასალა გამოდგა შავბნელი ძალებისთვის და, აღარ დააყოვნეს, გათვლა მარტივია - დარტყმა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ განხორციელდა... საინტერესოა, რას ფიქრობთ შავბნელ ძალაზე, ვის შეიძლება ასეთი საზარელი მკვლელობა დაეგეგმა?"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: