ვინ შეიძლება ვიხილოთ ახალ კოალიციაში "რესპუბლიკური პარტიის" გარდა?

ვინ შეიძლება ვიხილოთ ახალ კოალიციაში "რესპუბლიკური პარტიის" გარდა?

"არგუმენტი.გე"-ს ინფორმაციით, ირმა ინაშვილი ცოტა ხნის წინ ირაკლი ალასანიას შეხვდა. შეხვედრა თბილისის ერთ-ერთ ნაკლებად ცნობილ რესტორანში შედგა და დაახლოებით ერთი საათის მანძილზე გაგრძელდა.
ჩვენი წყაროს ცნობით, ამ შეხვედრაზე ინაშვილმა და ალასანიამ, რომლებიც ერთმანეთს ჯერ კიდევ აფხაზეთის ომიდან იცნობენ, სწორედ კოალიციურ ფორმატზე იმსჯელეს.
გავრცლებეული ვერსიის თანახმად, ამ კოალიციაში "თავისუფალი დემოკრატები", "რესპუბლიკური პარტია" და პრეზიდენტ მარგველაშვილის სამეული უნდა დაჯგუფდეს, მაგრამ ეროვნული მუხტის გასაძლიერებლად მათ ირმა ინაშვილის სახელი და მზარდი რეიტინგი სჭირდებათ.
ზოგადად, ირმა ინაშვილი და "რეპუბლიკური პარტია", ან "თავისუფალი დემოკრატები" სრულიად განსხვავებული პოლუსებია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ "რესპების", მარგველაშვილისა და ალასანიას დაჯგუფებას ამომრჩეველი მხოლოდ ნეგატიურად უყურებს, ხალხის საყვარელი ირმა ინაშვილი მათთვის მისწრებაა.
ამასთან, ინაშვილსა და თინა ხიდაშელს საკმაოდ თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ და მომავალი პოლიტიკური კარიერისათვის ერთმანეთს, წესით, აიტანენ. მარგველაშვილს ეროვნული მუხტის წარმოსაჩენად კიდევ ერთი ფარული "გმირი" ჰყავს. ის მისი უახლოესი მეგობარი ლევან ვასაძეა, რომელსაც , რაღაცა ფორმით, რეიტინგის ასაწევად ასევე, გამოიყენებენ არჩევნებში.
წყარო აცხადებს, რომ ლევან ვასაძესა და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარეს დავით თარხან-მოურავს მრავალი წლის ურთიერთობა აქვთ, ნათესაურიც კი. თარახან-მოურავი – ვასაძე, ასევე, მართავენ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს მომავალი კონფიგურაციის შესახებ. თუ ეს სქემა ძალაში შევა, მაშინ ჩვენ მივიღებთ ახალი ტიპის კოალიციას: რეპრები, თავისუფალი დემოკრატები, მარგველაშვილის გუნდი, ირმა ინაშვილი- დავით თარხან-მოურავი-ლევან ვასაძე. ექნება თუ არა ამ კოალიციას გამარჯვების შანსი, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. ინაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ არანაირი მოლაპარაკებები არავისთან არ მიჰყავს, რომ მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად გეგმავს და არა კოალიციაში, ან რომელიმე ბლოკში გაერთიანებით. თუმცა, ქართულ პოლიტიკაში რომ ყველაფერი შესაძლებელია, ეს, ვგონებთ, საკამათო არ არის.

წყარო: argumenti.ge

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: