Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (1)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
18-03-2015, 10:10
ნანახია: 1151

სოსო ცინცაძე: მაია ნადირაძისა და “ქართული ოცნების“ სახე-ქალბატონებისთანები პოლიტიკას ვერ განავითარებენ!

„ივერიონს“ ესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.


-საქართველოს რამდენიმე რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უჩვენეს ფილმი “სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი“. თქვენი აზრით, ფილმში ასახული მოვლენების არასრულწლოვნებისთვის ჩვენება არის თუ არა ბარბაროსობა?

-ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს-მმართველი პარტიის წევრებსა თუ მინისტრებს- ავიწყდებათ პოლიტიკის ფუნდამენტური დაწერილი და დაუწერელი კანონები, რომ წინა ხელისუფლების დანაშაული ახალი ხელისუფლების ინდულგენციად ვერ იქცევა!

სააკაშვილიც არ იყო ხოლმე კორექტული შევარდნაძის მიმართ, მას შეეძლო გაცილებით მეტი მაკომპრომატირებელი მასალა  მოეგროვებინა მისი მთავრობის  წინააღმდეგ, თუმცა ასეთი რამ არ გაუკეთებია, აქამდე არ მისულა. დღეს კი საშინელება ხდება, რისი ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი არასწორი საკადრო სელექციაა - მოვიდა ივანიშვილი, ვისაც იცნობდა, მაღალ პოსტებზე დანიშნა, რეგიონებში კი ის ხალხი მოხვდა მაღალ პოსტებზე,  ვინც მიტინგებზე ყვიროდა. ყვირილი ერთია და საქვეყნო საქმეებზე ზრუნვის უნარის ქონა-მეორე. მახსოვს, ერთი ასაკოვანი ნამიტინგალი კაცი ყვიროდა, მე უნდა ვიჯდე კაბინეტშიო- შეცვიდნენ მისნაირები კაბინეტებში და ვხედავთ, რაც ხდება!

დარწმუნებული ვარ,  მოსწავლეებისთვის ფილმი  ღარიბაშვილის, ივანიშვილის ან უსუფაშვილის დავალებით არ უჩვენებიათ. ეს ბავშვები, როგორც თვითონ ამბობენ,  შეაგროვეს კლასის დამრიგებლებმა და სკოლის დირექტორებმა, რომლებიც მადლობას ადგილობრივი გამგეობებიდან მოელოდნენ. ამ საქმეში აუცილებლად ჩაერევა გაეროს ბავშვთა ფონდი და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ  სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და რაიონის გამგებლებს, რომლებიც, ჩემი აზრით, უკვე გასაყრელია სამსახურებიდან!

საქართველოს კურსი საერთაშორისო ამხანაგობისკენ თუ აქვს აღებული და რუსეთივით არ ცდილობს თვითიზოლაციას, ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს.  დაწმუნებული ვარ, ეს ფაქტი აუცილებლად მოხვდება იუნესკოს წლიურ ანგარიშში, რაც ჩვენი ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი კრახი იქნება, რადგან ისინი პასუხს იმ სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს კი არა, პრემიერ-მინისტრს მოსთხოვენ.  რომელ ევროპაში შესვლაზეა ლაპარაკი?! ამ ფაქტმა 10 წლით მაინც უკან გადასწია ჩვენი შესვლა ევროკავშირში!..

-როგორ შეაფასებთ ვლადიმერ პუტინის გაუჩინარებას. ეს პოლიტიკურად მოტივირებული ტაქტიკური სვლა იყო?

-პუტინი ავად იყო. სხვა გართულება პუტინსა და რუსეთს არ აქვს, რუსი ძალოვნების კადიროვის ხალხთან დაპირისპირებას თუ არ ჩავთვლით. ამასაც მოუვლის პუტინი, რადგან ლუგავოი და კადიროვი ორდენებით უკვე დააჯილდოვა. ფინანსური სანქციებიც არ აღმოჩნდა რუსეთისთვის კატასრტოფული, რადგან სამხედრო მანევრები, რომელიც ახლა მიმდინარეობს რუსეთში, ერთ დღეში რამდენიმე ათეული მილიონი ჯდება!

-რუსეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმებიდან გავიდა. ეს მომავალი ომისთვის მზადებას ნიშნავს?

-რუსეთი ომისთვის არ ემზადება. პუტინი თუ გაგიჟდა, ომს მაშინ დაიწყებს!  იარაღით საბჭოთა კავშირიც მარაგდებოდა, რაზეც  ბიუჯეტის  60% იხარჯებოდა, რამაც გააკოტრა და დაშალა კიდეც საბჭოთა კავშირი (აბა, ის მართლა გამსახურდიას და ბუკოვსკის კი არ დაუშლიათ). რუსეთი დღესაც იარაღდება. პუტინის მიზანი გავლენის სფეროების გაფართოებაა და ამას მიაღწია კიდეც- დასავლეთმა უკვე აღიარა ყოფილი საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნები მისი გავლენის სფეროდ (უკრაინის გარდა), ასეთი კონფიდენციალური დასტური რუსეთმა მიიღო!

პუტინს პეტრე დიდისა და სტალინის მსგავსად სურს ისტორიაში შესვლა (თუმცა, ომი არ მოუგია).

-მეტი ქალი  პოლიტიკაში-ეს ლოზუნგი ხშირად ისმის ამ ბოლო დროს. რას შეცვლიან ისინი პოლიტიკაში?

-ევროპელმა  მეცნიერ-მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ქალები პოლიტიკაში უფრო პრაგმატულები არიან. ეს მხოლოდ ევროპელ ქალებს ეხება, რომლებისთვისაც, ქართველი ქალებისგან განსხვავებით, უცხოა  ჩხუბი და გაღიზიანება. მაია ნადირაძისა და “ქართული ოცნების“ სახე-ქალბატონებისთანები პოლიტიკას ვერ განავითარებენ. მე პოლიტიკაში ქალების ჩართულობის მომხრე ვარ, მაგრამ არა რაოდენობის, არამედ ხარხისხიანობის მიზნით!


                                  ესაუბრა ია ჯღარკავა