Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
23-03-2015, 10:12
ნანახია: 6172

რა საფრთხეებს შეიცავს ნატოსთან ურთიერთობა და რატომ იქცა ნორმად გარყვნილების ქადაგება საქართველოში?!

უკვე რამდენიმე წელია საქართველო აქტიურად ცდილობს გახდეს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის (NATO-ს) წევრი. ამ სამხედრო ბლოკთან შეერთების   სურვილი  განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის მოვლენების შემდეგ, როდესაც მსოფლიომ დაინახა რუსეთის სახელმწიფოს  ღია და პირდაპირი ინტერვენცია საქართველოში.

ორ სახელმწიფოს შორის ცეცხლის შეწყვეტამ დაძაბულობა  ვერ განმუხტა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ომის შემდეგ რუსეთი მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა – მან თითქმის მიიერთა საქართველოს ძირძველი მხარეები. წესით, ლოგიკური და გამართლებულიც იქნებოდა, თუ სწორედ იმ პერიოდში გაგვაწევრიანებდა ნატო. თუმცა ამის მიუხედავად, ეს სურვილი ჯერჯერობით, შეიძლება ითქვას მხოლოდ ოცნებად რჩება!

გაუგებარიც არის და სამწუხაროც, რომ ქართველი მეომრები, ნატოს მისიის შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან და ხშირად იღუპებიან კიდეც. არადა,  ნატოს მოთხოვნებს მაინც ვერ და ვერ ვაკმაყოფილებთ. საქართველოს, თავისი მცირე მოსახლეობის გამო, ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ უმიზნო მისიებს შეწიროს საკუთარი გენოფონდი...

რეალურად თუ ვიმსჯელებთ, იმ ხნის განმავლობაში რაც საქართველო იღწვის ნატოს სამხედრო ბლოკში მოსახვედრად, ამ მცდელობას (ჯერ-ჯერობით მხოლოდ მცდელობას) ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ზიანის მეტი არაფერი მოუტანია, ხოლო თავად ალიანსისგან არასოდეს არ მიგვიღია გადამწყვეტი დახმარება.

აბა, რატომღა ისწრაფის საქართველო ნატოსკენ?!

პასუხი მარტივია: როგორც ყოველთვის, ისტორიულად საქართველოს პატარა სახელმწიფო, ახლაც მარტოა დაპყრობის მსურველი დიდი იმპერიების წინააღმდეგ ომში. ასეთ ”ორ ცეცხლს შორის” პირობებში კი, საქართველოს ხელისუფლებისთვის, დღეს, მაინც ნატო რჩება   ერთადერთ „ნათელ წერტილად“. გასაგებია, რომ ნატო არ გვღებულობს, არ გვეხმარება და რუსეთის წინაშეც ისე წარმოაჩენს სიტუაციას, რომ ალიანსი საქართველოს არჩევანია და არა პირიქით - ნატოს სურვილია საქართველოს მიღება.  მაგრამ, რატომ ვერ ვახერხებთ ნატოში შესვლას?

ოდითგანვე, ჩვენი ქვეყანა ყველა დამპყრობლისთვის სასურველი და მიმზიდველი  იყო გეოპოლიტიკური მდებარეობით, მოსავლიანი მიწით, ძლიერი გენეტიკით,  კულტურით... იგივე მიზეზებით ქართველ ხალხს საუკუნეების წინ დაწყებული ბრძოლა დღესაც არ დაუმთავრებია გარეშე მტრების წინააღმდეგ - დღესაც გრძელდება ბრძოლა ღვთივბოძებული თავისუფლებისა და სიმდიდრის შესანარჩუნებლად. მართალია ასე არაა, მაგრამ თუ ნატოსაც ერთგვარ სახელმწიფოებრივ  გაერთიანებად მოვიაზრებთ, კარგად დავინახავთ, რომ  მისი ფარული მიზანიც ისეთივეა, როგორც სხვა „კეთილისმსურველი“ სახელმწიფოებისა, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ხელში ჩაგდება სურდათ და სურთ!

ამ მოსაზრებას ისიც აძლიერებს, რომ ნატოში გაერთიანებულია ევროპის ის სახელმწიფოები, რომლებსაც საქართველო წლების მანძილზე დახმარებას უშედეგოდ სთხოვდა (მაგ: საფრანგეთი ალიანსის ერთერთი დამფუძნებელია). ისე, რომ, აღარაა გასაკვირი რატომ ვერ ახერხებს საქართველო ნატოს გაერთიანებაში თავის დამკვიდრებას სათანადო და ფუნდამენტური დათმობების გარეშე.

მაგრამ, სინამდვილეში ხომ ნატოს ინტერესებშიც შედის აღმოსავლეთით გაფართოება? რუსეთისგან დასჯის გარდა, რის სანაცვლოდ გვიჯდება ნატოს ინტერესებში მოხვედრა?

ნატოს ალიანსი შეფარვით, მშვიდობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის ნიღბით ცდილობს საქართველოს მორჩილ ქვეყნად გადაქცევას. სწორედ ამ შეფარვის შემადგენელი ნაწილია იდეოლოგიური მუშაობა, რელიგიის შეურაცხყოფის მცდელობა. ეს მეთოდი ადვილად გაგვხდის მორჩილს. ეს ზუსტად იმ მოქმედებებს გავს, რომელსაც უწინაც იყენებდნენ  დამპყრობლები. ფარულად მოსული მტერი კი ოდითგანვე ძნელად შესაცნობი და ყველაზე სახიფათო იყო საქართველოსთვის!
 
საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა სხვა მხრივაც შეგვიძლია განვიხილოთ. „სხვა მხარე“ ზოგისთვის შეიძლება გაზვიადებული და ზედმეტად თეოლოგიურიც იყოს, მაგრამ სინამდვილეს გვერდს ვერ ავუვლით. მაგალითად: ადამიანური თვალთახედვით აუხსნელი ფაქტია, რომ საქართველოს და მის მცხოვრებლებს თავიდანვე საოცარი ძალა მფარველობს. არაადამიანური ახსნით კი ძნელად მისახვედრი არაა, რა ძალასაც ვგულისხმობ: საქართველო ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.

თუმცა ვის ახსოვს დღეს ეს?! ვინ არის მადლიერი ღვთის ამ საჩუქრის?! და თუ ვინმეს ახსოვს, ის იმის შენარჩუნებასაც არ ცდილობს, რაც ვითომდა დამსხურებულად მიიღო ზეციური ძალისგან. უფრო მეტიც, უკანასკნელ წლებში მოდურ ტენდენციად იქცა ათეიზმი და ბრძოლა სარწმუნოეებასთან. ,მართმადიდებლობა კი სირცხვილად ითვლება, სამაგიეროდ კარგი ტონია სექსუალური უმცირესობების დაცვა ან ასეთად თავის წარმოჩენა. 

უარესი:  ჩრდილოანტალნტიკურ ალიანსში გაერთიანების პირობადაც კი დაგვიდეს არატრადიცული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელთათვის ქორწინების დაშვება. ჩვენი ხელისუფლებაც „გაგებით“ ეკიდება თავს მოხვეულ ვალდებულებებს  და ქვეყანაშიც ნელ-ნელა ნორმად იქცა გარყვნილების ქადაგება და შეიძლება ითქვას, გარყვნილებისადმი ჩვენი დამოკიდებულება.

 


 
გონიერი ადამიანი უთუოდ დაინახავს კავშირს ჩვენს თავს დატრიალებულ საშინელებებსა და ჩვენში გამრავლებულ უღმერთობას შორის. ისე, რომ როგორადაც არ უნდა გვარწმუნებდნენ და თავად ჩვენ როგორადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, რომ „ნატო“–ს გარდა სხვა ხსნა არ არისო, უნდა შევეცადოთ სწორი ანალიზის გაკეთებას და აღმოვაჩენთ, რომ მშვიდობაც, წესრიგიც, ტერიტორიების დაბრუნებაც და სხვა საგარეო თუ საშინაო საფრთხეების თავიდან აცილებაც ჩვენზე, ჩვენ სინდისიერ, ღვთიურ, ცხოვრებაზეა დამოკიდებული და არა საომარ, სამხედრო კავშირებზე.

საბა ქოჩლაძე
თბილისის 161-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე