Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (12)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
8-04-2015, 13:15
ნანახია: 544

ლევან ბეჟაშვილი-


თავდაცვის მინისტრს ამ წუთებში პარლამენტში ელოდებიან. ის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ანგარიშს წარუდგენს. მთავარი თემა დღეს, ეგრეთ წოდებული კაბელების საქმე და საფრანგეთში გაფორმებული მემორანდუმი იქნება.

ირაკლი ალასანია კომიტეტის სხდომას არ დაესწრება. თუმცა პარალამენტში იქნებიან თავისუფალი დემოკრატები სრული შემადგენლობით. მათი განცხადებით, დღეს ისინი მინისტრისგან საჯაროდ მოითხოვენ პასუხს, ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. ამიტომ, ითხოვენ, რომ სხდომა ღია რეჟიმში წარიმართოს.

საკომიტეტო მოსმენას დაესწრებიან ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. ისინი უარყოფითად აფასებენ ჯანელიძის საქმიანობას და ამბობენ, რომ მისი თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ხდება ჯარის დაკნინება.

"მიზანმიმართულად მიდის საქართველოს უსაფრთხოების სისტემების დაკნინება. მთელი რიგი შეცდომებია ამ კუთხით დაშვებული. მთავარი მოთხოვნა იქნება, ეს უნიათო მინისტრი, ჯანელიძის სახით, ისევე როგორც მთელი მთავრობა, უნდა გადადგეს," - განაცახდა სხდომის დაწყებამდე ლევან ბეჟაშვილმა.

საკომიტეტო მოსმენას პარალმენტში გენერალური შტაბის ხელძღვანელობაც დაესწრება. თავდაცვისა და უშიშღოების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სხდომის ძირითადი ნაწილი ღია იქნება. კითხვებიდან გამომდინარე, თუკი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი კითხვები იქნება, საჭიროების შემთხვევაში სხდომა დაიხურება.