Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
28-04-2015, 10:05
ნანახია: 1420

„მგელი“... მოდის! ანუ, ცრუ განგაში თუ რეალური საფრთხე?!

სოციალურ ქსელში უკრაინულ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლის სერგეი კირნიკის, ექსკლუზიური ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელიც უსუფაშვილ-სააკაშვილის შეხვედრას ეხება.

გამოქვეყნებულია შეხვედრის აუდიო ჩანაწერიც, რაც  ქართული საზოგადოების საჯილდაო თემად იქცა.

საუბარი, ერთი შეხედვით ბუნებრივია და დაეჭვების საფუძველსაც არ უნდა იძლეოდეს, მაგრამ ამ „ბუნებრიობაში“ შეიძლება იმდენად ყალბი და თითიდან გამოწოვილი ნიუანსები იკითხებოდეს, გაქნილი სპეცსამსახურების კვალიც აღმოვაჩინოთ!

ის, რომ „რესპუბლიკელების“ და „ნაციონალების“ გემი ერთი სადგურიდან იღებს კურსს, საკამათო არ არის. არც ის არის საკამათო, რომ ისინი საჭირო დროს, საჭირო ადგილას ერთად შეიძლება აღმოჩნდნენ, მაგრამ მთავარი ამჯერად ეს არ არის, მთავარია, დავადგინოთ, რა მიზანს ემსახურება ამ „საიდუმლო“ შეხვედრის დეტალური აღწერა და ვინ არის მისი კონკრეტული ადრესატი!

ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ეს შეხვედრა არ შეიძლებოდა შემდგარიყო და გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი ფაბრიკაციაა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ამით ორი კურდღლის დაჭერა მოინდომეს: პირველი, დღევანდელი ხელისუფლება გვარფრთხილებს, რომ სააკაშვილს არ სძინავს და ყველანაირ ხრიკებს მიმართავს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. ამასთანავე, ამყარებს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებებს, რომ „რესპუბლიკელები“ და „ნაციონალები“ ერთი მთელის ორი ნაწილია და საჭიროების შემთხვევაში გამთლიანდებიან კიდეც!
„მარგველაც ჩვენთან არის“ -  სააკაშვილის ეს ფრაზაც მარგველაშვილის „ოპოზიციონერობაზე“ საზოგადოებაში მოარული აზრის კიდევ უფრო „გამყარებას“ ემსახურება

მეორეც, საზოგადოება მუდმივ სტრესში და შიშში უნდათ ამყოფონ და დაარწმუნონ, რომ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების საშიშროება რეალურია და ფრთხილად უნდა ვიყოთ - მეტიც, „ოცნებასთან“ დაპირისპირებით (თუნდაც უკმაყოფილების გამოხატვით) ან ოპონირებით
 „ნაციონალების წისქვილზე არ დავასხათ წყალი...

ხომ გახსოვთ „ცრუ“ კომუნისტური ეპოქის სასკოლო სახელმძღვანელოდან „მგელი მოდის“, „მგელი მოდისო!“ რომ ყვიროდა და მართლაც როცა მოვიდა, არავინ მიეშველა და ცხვრები სულ გადაუსანსლა.

მე არ ვამბობ, რომ „მგლის“ დაბრუნების საშიშროება თეორიულად მაინც არ არსებობს, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო - ეს ქართველი კაცის ნათქვამია.


 ჩვენ იმის შიშით, რომ „ნაციონალები“ ახალი რევოლუციით და  ხელისუფლების გადატრიალებით გვემუქრებიან, „ოცნებას“ კოჭი არ უნდა გავუგოროთ და ის მავნე ტენდენციები უნდა ვამხილოთ, რაც „ნაციონალებისგან“ მემკვიდრეობით შეიძინეს და   გაუტკბათ  კიდეც!

ანდრია ლისაშვილი