სოსო ცისკარიშვილი: „პრეზიდენტის გაჯიუტება მთავრობის თავმჯდომარისა და მისი „პირადი თავმჯდომარის“ პრიმიტიული ბოღმის დემონსტრირებას უკავშირდება“

სოსო ცისკარიშვილი: „პრეზიდენტის გაჯიუტება მთავრობის თავმჯდომარისა და მისი „პირადი თავმჯდომარის“ პრიმიტიული ბოღმის დემონსტრირებას უკავშირდება“

„ივერიონს“ ესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი:

-ბატონო სოსო, მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საკონსტიტუციო უფლება გამოიყენა და ვეტო დაადო მისთვის დასამტკიცებლად წარდგენილ ახალ სამთავრობო გუნდს, რომელიც ნაჩქარევად შექმნილად მიიჩნია. როგორ შეაფასებთ მის საქციელს?

ვეტო- ასეთი სიტყვა არცერთ მედიასივრცეში არ თქმულა... ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა კონსტიტუციის ფარგლებში მიიღო, რათა  მთავრობას რაიმე წინდაუხედავი ნაბიჯი არ გადაედგა პრემიერის მიერ ერთ დღეში მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო და სავარაუდო  გართულებების თავიდან ასაცილებლად ერთი კვირის ვადა მისცა. პრემიერმა ერთ დღეში მიიღოს  გადაწყვეტილება ახალი  მთავრობის  დამტკიცების შესახებ- ეს არასერიოზული გადაწყვეტილებაა. საკითხავია, რატომ მოხდაც ეს ყველაფერი ერთ დღეში? საკმაოდ უსუსური იყო ვერსია-პასუხი, რომ  ევროპული ბანკის განვითარებისა და რეფორმების დელეგაციის  65 ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდის, მაგრამ რა საერთო აქვს ამ თავყრილობას  სპორტის მინისტრის ვინაობის დამტკიცებასთან, გაუგებარია, რადგან ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტროებს ჯერ კიდევ ჰყავთ მინისტრები  და შფოთი გაუგებარია.

ჩვენ მოწმენი გავდხით იმ რეალობისაც, რომ სახელმწიფოს  უმაღლეს მთავარსარდალს  არ აქვს ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის ვინაობის შესახებ და ამას  მედიისგან იტყობს.  ეს ხომ მთავრობის თავმჯდომარისა და მისი “პირადი თავმჯდომარის“  პრიმიტიული  ბოღმის დემონსტირებაა, რომ მთავარსარდალთან  არა თუ კონსულტაციას  არ მართავენ, არამედ საერთოდ ამბადაც არ ატყობინებენ ასეთი ცვლილების შესახებ. ასეთი დამოკიდებულება პრეზიდენტის  ინსტიტუტის  მიმართ დღევანდელ  და  გუშინდელ პრემიერებს   ლაქად დარჩებათ საკუთარ პოლიტიკურ  ბიოგრაფიაში. მიუხედავად იმისა, რომ   ისინი ახალბედა პოლიტიკოსები არიან,  კონსტიტუციას მაინც უნდა სცენ  პატივი, მაგრამ საკუთარი ახირება თუ უფრო ეძვირფასებათ, ასეთ შემთხვევაში  მათ ქართული  საზოგადოება პოლიტიკოსებად  ვერ აღიქვამს.

-როგორ შეაფასებთ თავდაცვის მინისტრის პოსტზე “რესპუბლიკელი“  თინათინ ხიდაშელის წარდგენას. თვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება თუ აშშ-ს ელჩის შუშის სასახლეში ვიზიტს და  გაძლიერდება თუ არა “რესპუბლიკურ პარტია“?

აშშ -ს ელჩის მხლებელი არ გახლავართ და ეს თემები ჩემთვის  ნაკლებად ცნობილია. რადგან, თავის დროზე,   პროდასავლური პოლიტიკური პორიენტაციის  თავდაცვის  მინისტრი  ჩაქოლეს დღევანდელმა და ყოფილმა პრემიერებმა და ჩათვალეს,  რომ ამოისუნთექეს,  ხიდაშელის  კანდიდატურა მეტ სიმშვიდეს გამოიწვევს დასავლეთის ორიენტაციის ამომრჩევლშ, პარტნიორ ქვეყნებსა და  საერთაშორისო  სტრუქტურებში, საითკენაც საქართველო მრავალი წელია მიისწრაფვის.  და ეს  ცვლილება პრეზიდენტისთვის  მისაღები იქნებოდა, მაგრამ ფაქტი, რომ მასთან შეთანხმება-კონსულტაცია  არ ყოფილა და მას შემდეგ გაიგო,  რაც მთელმა ქვეყანამ,  არასერიოზულია.

 -როგორ შეაფასებთ ასევე “რესპუბლიკელი“ გიგლა აგულაშვილის წარდგენას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად.ეს ხომ ის პიროვნებაა, რომელმაც საზოგადოებას თავი იმ ანტიქართული პროექტით დაამახსოვრა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე შეუზღუდავად მიყიდვას ითვალისწინებდა?

-ეს კანონი  წინა ხელისუფლების დროს იყო ქმედითი, რომელმაც  ქვეყანაში  ყველა გამვლელ-გამომვლელისთვის თავისუფალი ნავარდი დაამკვიდრა. ამ საკითხზ ყურადღების  მოდუნება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა  შეაძლოა სახელმწიფოსთვის  საფრთხისშემცველი იყოს.

რაც შეეხება აგულაშვილს, როგორც ხიდაშელს, “რესპუბლიკური  პარტიის“  ამ წევრებს,  აღმასრულებელ  ხელისუფლებაში სერიოზული როლის შესრულება  დაევალათ, მაგრამ კონტრმოსაზრებით, ეს შეიძლება საკმაოდ ვერაგული გეგმის დასაწყისი  იყოს, რაც  საქართველოს  პარლამენტის  დერესპუბლიკანობას გამოიწვევს.

-თქვენი აზრით, დარჩება თუ არა ღარიბაშვილი  ახალ სამთავრობო  გუნდის პრემიერ-მინისტრად?

-მან ისეთი ფართხა-ფურთხით დაიწყო საკადრო გოგლი-მოგლის თქვეფა, რომ მისი შეცვლა შესაძლებელია, მაგრამმთავრობამ, უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტის ინსტიტუტთან და კონსტიტუციასთან  დამოკიდებულება უნდა შეცვალოს და პრიმიტიულ ფორმულას -არ შეიძლება,  მაგრამ მინდა და შეიძლება - რაც “ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებდა, ქართული  ოცნების“   ძირითადი ბირთვნუ გაითვალისწინებს.

 

                                                ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: