თამარ სანიკიძე: "პოლიტიკური სპეკულირების მსხვერპლი ბავშვები მაინც არ უნდა გახდნენ"

თამარ სანიკიძე: "პოლიტიკური სპეკულირების მსხვერპლი ბავშვები მაინც არ უნდა გახდნენ"

"პოლიტიკური სპეკულირების მსხვერპლი ბავშვები მაინც არ უნდა გახდნენ," - ამ განცხადებას საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვარის შეზღუდვასთან დაკავშირებით აკეთებს.

მინისტრი ამბობს, რომ სამინისტრო მშობლებთან მუშაობას აგრძელებს.

"ეს რეალობა არსებობდა და არსებობს, ეხლა რატომ გახდა სპეკულაციის თემა არ ვიცი. პოლიტიკური პარტიები ამ თემით ახდენენ დღის წესრიგში. მშობლებთან ვაგრძელებთ მუშაობას, რაც შეეხება პოლიტიკურ სპეკულირებას ეს უნდა დამთავრდეს. ბავშვები მაინც არ უნდა გახდნენ ამის მსხვერპლი," - აცხადებს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: