Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
16-06-2015, 16:04
ნანახია: 978

100 მილიონი ლარი-ზარალის დათვლა გრძელდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა, შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერმა წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე განთავსებული დაზარალებული ოჯახებთან შეხვედრაზე განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს დონორების დახმარების იმედი აქვს.

 

"ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას, რათა ეს რამდენიმე კვირა შედარებით მსუბუქად გადაიტანონ. სურათი ყოველდღე იცვლება და ზარალის ოდენობამ, შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს. ზარალი საკმაოდ სოლიდურია, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დონორებთან და იმედი გვაქვს, ისინი დაგვეხმარებიან ამ პრობლემების დაძლევაში. ჩვენ მათ წარვუდგენთ კონკრეგულ პროექტებს პირველადი საჭიროებების შესახებ და ყველაფერს მაქსიმალურად მოკლე დროში მოვაგვარებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე განთავსებული დაზარალებული ოჯახებთან შეხვედრაზე. დაზარალებულებმა, თავის მხრივ, პრემიერს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლების მსგავსი მხარდაჭერა 2008 წლის ომის პერიოდშიც კი არ უგრძვნიათ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამუშაოები სტიქიით დაზარალებულ უბნებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროცესში აქტიურად არიან ჩართული მოხალისეები, რომლებმაც სოლიდარობის საოცარი მაგალითი აჩვენეს. "გვერდით გვიდგას ჩვენი საამაყო ჯარი, მაშველები, პოლიციელები. ისინი არიან გმირები და ჩვენ ამ დღეების განმავლობაში გმირობის არაერთი გამოვლინება ვიხილეთ. ეს არის ბანსაკუთრებით მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის, ეს კიდევ ერთხელ კრავს ჩვენს ერს, ჩვენს საზოგადოებას", - აღნიშნა პრემიერმა.

 

წყნეთის სამთავრობო აგარაკზე სტიქიით დაზარალებული სოფელ ახალდაბის მცხოვრები 6 ოჯახია განთავსებული. ისინი საკვებით და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფილი არიან.

„პირველირადიო“