Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (4)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
17-06-2015, 13:13
ნანახია: 697

თამაზ ჭეიშვილი: ღმერთს ყველა და ყველაფერი უყვარს, გარდა ბოროტებისა!

ამ პატარა წერილით მინდა ჩემი მოკრძალებული პასუხი გავცე უცნობ მღვდელმსახურს

 

ღმერთს ყველა და ყველაფერი უყვარს!


დიახ, ღმერთს ყველა და ყველაფერი უყვარს - ის „საშინელი“ ნიანგიც კი, ალბათ, უფლის ნებით რომ გადარჩა და მოხალისეებმა ცოცხლად რომ დაიჭირეს ვერეს ხეობაში, ლაფში ჩაფლული!

უყვარს ყველა და ყველაფერი, რამეთუ მისი შექმნილი და ამ ქვეყნად მოვლენილია!


მამაო, მე გამაღიზიანა ამ ვირტუალურ სივრცეში არაერთხელ გამოქვეყნებულმა, მორწმუნეთა თუ ათეისტთა დაახლოებით ასეთი შინაარსის თვითკრიტიკულმა ე.წ. პოსტებმა: „უფალმა, მოგვივლინა ეს სასჯელი, ცუდები რომ ვართ ქართველები და თუ ჭკვიანად არ ვიქნებით უარესს დაგვატეხს თავს“.

სად თქვენი და სად ჩემი ცოდნა, თეოლოგიის საკითხებში, მაგრამ, როგორც ქრისტიანი მართმადდიდებელი, აღვშფოთდი ამ გამონათქვამებზე და განვაცხადე, ასევე ამ ვირტუალურ სივრცეში:

-„უფალი სიყვარულია!... უფალი არც „ლავრენტი ბერიაა“ და არც „ვანო მერაბიშვილი“, რომ სადამსჯელო ოპერაციები მოგვიწყოს“...

ამაზე თქვენ ბრძანეთ:

- „მართალია, უფალი სიყვარულია, მაგრამ განა შეიძლებოდა ისეთი მასშტაბური კატასტროფა, რაც მოხდა უფლის ნების გარეშე მომხდარიყო?“

მე ვფიქრობ რომ შეიძლებოდა, მამაო! და აი რატომ:

სამყაროში არსებობს კეთილი და ბოროტი ძალა! ხომ ასეა? ამ ორ ძალას შორის, რაც ევა და ადამი გამოდევნილი იქნენ სამოთხიდან, გაუთავებელი ჭიდილია! ძალს ბოროტება და ძალს სიკეთე!

რა თქმა უნდა, სიკეთე ჩვენი სალოცავი და სათაყვანებელი უფალია, ბოროტება კი...არ მინდა ვახსენო ეს სიტყვა...

ეს ბოროტება რომ არ იყოს, სულ სხვაგვარად იქნებოდა მოწყობილი სამყარო!

დღეს მე და თქვენ ისევ იმ სამოთხეში ვიქნებოდით უზრუნველად, რომელიც ოდესღაც დაგვატოვებინა მამამ ზეციერმა და რადგან ბოროტება არსებობს, უფალი მუდამ ფხიზლობს და გვიცავს! ზრუნავს არა მარტო ჩვენს მიწიერ ყოფაზე, იმქვეყნიერ ცხოვრებაზეც ზრუნავს და თქვენი მეშვეობით, ეკლესიის მეშვეობით ცდილობს ჩვენი სულების გადარჩენას! რადგან ჩვენი სულების გადარჩენას ცდილობს, მამაო, მაშასადამე სერიოზული საფრთხეები არსებობს და თანაც მერე როგორი! საფრთხე არსებობს იმისა, რომ ბოროტებამ არ გადაიბიროს ამა სოფლის მკვიდრნი და თავის მოკავშირეებად არ აქციოს... და თუ კი იმ ბოროტ ძალას იმხელა უნარი შესწევს, რომ უფალს გაუწიოს მეტოქეობა, რატომ არ დაუშვებთ იმ ჰიპოთეზას, რომ 13 ივნისის, ღამით მომხდარი ტრაგედია არა უფლის ნებით, არამედ იმ ბოროტი ძალის მოწადინებით და მცდელობით მოხდა და რომ არა უფალი, რომ არა მისი ჩარევა, ალბათ ნახევარ თბილისს წალეკავდა ღვარცოფი და ლამი და ადამიანთა მსხვერპლიც გაცილებით მეტი იქნებოდა?!

თქვენ ბრძანებთ, ძვირფასო მამაო, რომ უფლის ნების გარეშე არაფერი ხდებაო! როგორ დავიჯერო, რომ უფლის ნებით ესვრიან ტალახს უწმინდესსა და უნეტარესს, ბოროტი ძალის ნებით ჭკუიდან გადამდგარი ადამიანები?

მე მჯერა და მწამს, რომ ეს მკრეხელობა ბოროტი ძალის მცდელობის ნაყოფია, თორემ, როგორ შეიძლება ქართველმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა შეურაცხყოს ერის მამა?

ჩემი დაკვირვებით აქაც კეთილი ძალა იმარჯვებს, ჯერჯერობით იმარჯვებს. ის იცავს და ზედ ეფარება მოხუც პატრიარქს, თორემ აქმდე ხომ მოერეოდნენ?!

...მე მაინც მწამს და მჯერა, რომ უფალი ჩვენთანაა და იქნება! დაგვიცავს და გადაგვარჩენს ქართველებს მითუმეტეს ახლა, როცა ყოველი მხრიდან გვიტევს ბოროტება (დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან... სამხრეთიდან) და ბუნებაც კი აგვიმხედრა! ვხედავ ჩვენი აღგვა მოუნდომებია პირისაგან მიწისა!

აი, სულ ამის თქმა მინდოდა. იმედია არ მიწყენთ სითამამეს, ყოველივე რაც ვიფიქრე და დავბეჭდე წრფელი და კეთილი ნებით იყო ნაკარნახევი. ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი!