Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (4)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
7-07-2015, 14:22
ნანახია: 6574

თამაზ ჭეიშვილი: როგორ გავუძლო და დავითმინო უფალო, როცა ერს ანადგურებენ?!

მითხარით, მასწავლეთ, როგორ ვიყო კორექტული, როცა მე, შენ, ზაურს, ნანას, გუჯას... ქართველ ქრისტიან მართლმადიდებლებს, სულიერ მამას გვილანძღავენ, უწმინდესსა და უნეტარესს ტალახს ესვრიან?!

გაუგონარი რამ ხდება!

უკვე მერამდენედ ვამბობ, მე მიყვარს ჩემი პატრიარქი! გულწრფელად და ალალად მიყვარს, მითუმეტეს, ახლოს ვიცნობ და მასთან საუბრები ჩემი სულიერი დღესასწაულები იყო ყოველთვის - სიყვარულს, სათნოებას, სიკეთეს ასხივებს!

აღზრდას არ ვუჩივი და ვცდილობ, კორექტულად ვუპასუხო ნაძირალების ბრბოს პატრიარქის ლანძღვაზე, მაინც არ გამომდის!  ვცდილობ, როცა „ერთ ყბაში გამილაწუნებენ, მეორე მივუშვირო“  ...ვცდილობ ქრისტიანულად „სიკეთე ვუსურვო გამლაწუნებელს“, მაგრამ... არც ამჯერად გამომდის... მუშტები თავისთავად მეკუმშება!

ვხედავ, აშკარად ვხედავ,  ჩემ სისხლსა და ხორცს, ჩემს ერს როგორ ანადგურებენ: ანადგურებენ ფიზიკურად, მორალურად, სულიერად - დიახ, მეთოდურად, „გეგმაზომიერად“ ტყვიის და სისხლისღვრის გარეშე მინადგურებენ, მიცოტავებენ ქართველებს!

...ისიც ვიცი ვინ ჩადის ამას „გარედან“ და იმასაც ვხედავ, „შიგნიდან“ ვინ ეხმარება!

ძალიან მინდა, თავშეკავებულად, კორქეტულობის ფარგლებში დავასაბუთო მათი „არაკორქტული საქციელი“, მაგრამ, მაინც  ბოღმით ვივსები!

ვიცი არაქრისტიანულია განრისხება, გინება, ლანძღვა... მაგრამ მაინც ვბრაზდები!

რატომ, რა მემართება? რატომ ვარ ასეთი გულფიცხი ამ ხნის კაცი, რატომ მინდა დავახრჩო ის, ვინც განზრახ და გამიზნულად მინადგურებს ერს?!

...რა მჭირს? სულით და გულით მინდა ავმაღლდე ჩემს სხეულზე, განცდებსა და გრძნობებზე, მაგრამ, არ გამომდის!

მე, მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, როგორ დავითმინო, როგორ მივუშვირო მრავალგზის გალაწუნებული ლოყა ნაძირალებს, კალიებივით შემოსეულ გადამთიელებს, შინაურ გამყიდველებს!

როგორ ავიტანო ამდენი დამცირება, როგორ გავუძლო ამდენ ფურთხსა და ჭუჭყს?

 სულში მაფურთხებენ, უუფააალოოო? ნუღარ გამოცდი ჩემს მოთმინებას... ნუღარ!... ერთი უბრალო მოკვდავი ვარ, გთხოვ, ცოდვა არ ჩამადენინო, მე ხომ დაცემული ადამის მოდგმა ვარ!..

თამაზ ჭეიშვილი