კოლხური თეთრი, ანუ რას იცავს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები გაბუნია

კოლხური თეთრი, ანუ რას იცავს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები გაბუნია

ცნობილია, რომ უძველეს ხალხებში საფასო დანიშნულებას, მონეტის შემოღებამდე, სხვადასხვა საგანი, ნივთი ან რქოსანი პირუტყვი წარმოადგენდა, რაც, გამოყენების თვალსაზრისით, სირთულესთან იყო დაკავშირებული.

სასაქონლო ურთიერთობა მონეტური სისტემის შემოღების შემდეგ განმტკიცდა. პირველი მონეტა ძვ.წ.აღ. VII საუკუნიდან ივარაუდება, ხოლო პირველი ქართული (კოლხური) მონეტა - VI  საუკუნიდან.

ნუმიზმატიკის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს საისტორიო მეცნიერებისთვის, რამდენადაც მათი დამზადების ტექნიკას, მასალას, მათზე არსებულ გამოსახულებებსა და ნიშნებს ბევრის თქმა შეუძლია ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მარტვილის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ნუმიზმატიკის ფონდში  V  საუკუნის კოლხური მონეტა ინახება.

აქ არსებული მონეტები  მრავალფეროვანი გამოსახულებით გამოირჩევა. ერთ-ერთი მონეტის ზურგზე წრეში ჩაჭდეული ხარის თავია გამოსახული, მეორეზე- მამაკაცის მარჯვენა პროფილი და ა.შ. აქვეა დაცული ერთ-ერთი სუფთა ვერცხლის მონეტა, რომელიც, სავარაუდოდ, ძვ.წ.აღ. IV-II საუკუნეებს მიეკუთვნება და 2006 წელს შეემატა მუზეუმის ნუმიზმატიკის ფონდს.

ამ მონეტაზე მამაკაცის ლამაზი მარჯვენა პროფილი, ხოლო მონეტის ზურგზე ხარია გამოსახული ბერძნული ასო M-ით. ის აფხაზეთიის ტერიტორიაზეა ნაპოვნი და ეკუთვნოდა კერძო კოლექციონერ გაბუნიას, რომელიც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს და იარაღით იცავს საკუთარ სიცოცხლესა და კოლექციას.

               მოამზადა ია ჯღარკავამ

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: