Iverioni
«    ივნისი 2018    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ივნისი 2018 (8)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
13-09-2015, 16:00
ნანახია: 1053

გია ხუხაშვილი:  “კახური ბუნტი“ ხელისუფლების  მიერ მაზოხიზმის გამოვლენის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითია!“

“ივერიონს“ ესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი.

 

-შეიძლება თუ არა კახეთში განვითარებულ მოვლენებს ეწოდოს “კახური ბუნტი“ და მავანთა მიერ მართული სიტუაცია?  თუ კახელ მევენახეთა  “წინასართველო“  გამოსვლა ადეკვატურია?

 

-არც ერთი მგონია და არც მეორე. თავიდან ამ თემით პროვოცირება “ნაციონალებმა“ დაიწყეს, მაგრამ შემდეგ ამან ბუნებრივი ხასიათი მიიღო, რაც ხელისუფლების  მიერ მაზოხიზმის გამოვლენის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითია.  აი, რატომ: ჩვენ ვიცით,  რო ამ ხელისუფლებამ  ყველაფერი გააკეთა მევენახეობის ასაღორძინებლად, თუმცა  ეს გააკეთა არასწორი  მერთოდებით -  მან  რეალობასთან შეუსაბამო   ვირტუალური ოპტიმიზმი შექმნა, რომელსაც   გლეხმაც ასევე  შეხედა  და თავისი ბიზნესი ოპტიმიზმზე  გათვალა. დღეს ეს გლეხი  ფაქტის წინაშე აღმოჩნდა და  “ნაციონალების“  მიერ სტარტმიცემულ პროვოცირებულ  პროტესტს  ბუნებრივად შეუერთდა. ერთი სიტყვით, ხელისუფლებას  უნდა კეთილი საქმის კეთება, მაგრამ ამაოდ,  რადგან საქმეს ისე არ აკეთებს,  როგორც უნდა გააკეთოს.  

 

-ვალდებულია თუ არა სახელმწიფო, მაღალ ფასად შეისყიდოს გლეხებისგან ყურძენი?

 

-თეორიულად შეუძლია, მაგრამ ესეც ხომ არასწორი იქნება? კი, წელს ჩაიბარებს 1 ლარად, მაგრამ მომავალ წელს რა იქნება, ისევ უნდა დაირღვეს საბაზრო კანონები? აშკარაა, რომ ყურძენი მეტია, ვიდრე ბაზარს შეუძლია შეიწოვოს!

 

- კახელი გლეხები ყოველწლიურად აწყდებიან ამ პრობლემას, საინტერესოა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს  აქვს თუ არა შემუშავებული ტრადიციული დარგების აღორძინება-განვითარების პროგრამა ან კონცეფცია?

 

-რაღაცას წერენ ალბათ, მაგრამ რამდენად ხარიასხიანს? ჩვენთან ყურძენი იმდენი  უნდა იყოს, რამდენსაც გავყიდით.  სოფლის მეურნების სამინისტრომ  ზუსტად  უნდა იცოდეს, რა რაოდენობის  მოსავალი მოჰყავს გლეხს და როგორ გაიყიდება ეს  პროდუქტი ბაზარზე სახელმწიფოს ჩაურევლად.  სუფსიდირება ასე უმდა მოხდეს, თორემ,  რომ აცხადებენ, ყურძნის მოყვანა კარგი ყოფილაო, გაშენდება აურაცხელი ვენახი, ვიდრე ბაზარზეა საჭირო და ზეწარმოების გამო დარგიც  გაკოტრდება.

 

                                                  ესაუბრა ია ჯღარკავა