Iverioni
«    აპრილი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აპრილი 2018 (8)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
ნოემბერი 2017 (10)
30-09-2015, 14:23
ნანახია: 674

მიხეილ გიორგაძე: თბილისში მე-18 ჯაზ-ფესტივალი გაიმართება

თბილისში, 23-29 ოქტომბრის ჩათვლით, რიგით მე-18-ე ჯაზ-ფესტივალი გაიმართება. ჯაზ-ფესტივალის დეტალებზე ისაუბრეს - კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ, "ისთერ პრომოუშენსის" დირექტორმა გიორგი კერესელიძემ, "თიბისი ბანკის" საგარეო ურთიერთობათა და მედიაკომუნიკაციების დირექტრმა თამარ კირვალიძემ და ისრაელის ელჩმა საქართველოში იუავლ ფუქსმა. 

 

როგორც კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯაზ-ფესტივალს თბილისის საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს. მისი თქმით, ჯაზ-ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მიიღებენ. 

 

"ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფესტივალია, ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის დროს დაწყებული. წლებია ეს ფესტივალი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალთან ერთად ყველაზე პრესტიჟულია არა მხოლოდ ჯაზ, არამედ ფესტივალების კალენდარში და წელსაც აბსოლუტურად გამორჩეული მონაწილეები არიან. სხვადასხვა ფორმატის მონაწილეები არიან როგორც დიდი საკონცერტო დარბაზში, ისე საკლუბო სივრცეში", - განაცხადა გიორგაძემ. 

 

მეთვრამეტე ჯაზ-ფესტივალის ექვსდღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეები ასევე არიან: მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო, ვირტუოზი არფისტი ედმარდ კასტანელა და ცნობილი მესაყვირე ავიშა კოენი. ლეგენდარული ჯგუფი "ფოურპლაყ" თბილისში სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საუბილეო ტურს იწყებს და ჯაზ-ფესტივალს კონცერტით დაასრულებს.