Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (5)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
12-10-2015, 14:32
ნანახია: 679

ირაკლი ალასანია: ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე ფარული მოლაპარაკება  უპასუხისმგებლოა!

"თავისუფალი დემოკრატები" "გაზპრომთან" დაკავშირებული საკითხის განხილვას პარლამენტში მოითხოვენ. როგორც ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა, პარლამენტში "თავისუფალი დემოკრატების" დეპუტაცია დააყენებს მოთხოვნას, რომ უშუალოდ ენერგეტიკული გუნდის მოსმენა მოხდეს იმის თაობაზე, თუ რა მოლაპარაკებები შედგა და რა შეთანხმებები იქნა მიღწეული საქართველოს მთავრობასა და "გაზპრომს" შორის. 

 

"საზოგადოების ზურგს მიღმა ფარულად მოლაპარაკებების წარმოება ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება არის უპასუხისმგებლო და მეორე მხრივ, ბადებს შეკითხვებს და ეჭვებს იმაზე, რომ აქ პირადი ინტერესებია წინ წამოწეული. რაც შეეხება თვითონ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ჩვენ გვაქვს საკმაოდ შეღავათიან, კარგ ფასად გაზი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან. ჩნდება შეკითხვა რა აუცილებლობაა, როდესაც ასევე დივერსიფიკაციის სხვა საშუალებებიც არსებობს თურქმენეთის და ირანის სახით, რატომ აკეთებს სახელმწიფო აქცენტს რუსულ გაზზე, რომელიც არის პოლიტიზირებული და რომელმაც ჩვენ უახლოეს წარსულში დაგვანახა, რომ ნებისმიერ დროს პოლიტიკურ ბერკეტად იქნება გამოყენებული. აქ მე უფრო შორს მიმავალ გეგმებს ვხედავ. ღია დებატები უნდა გაიმართოს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი იქნება ენერგეტიკის გუნდს პარლამენტში მოვთხოვოთ ახსნა-განმარტებები, თუ რა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რა შეთანხმებები იქნა მიღწეული და ეს ხომ არ გაგვხდის კვლავ დამოკიდებულს რუსულ გაზზე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

 

იგი ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ბაქოში და შეხვედრას აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. როგორც ალასანიამ განაცხადა, როდესაც რაღაცას აფუჭებ წინდაუხედავად, თუ გამიზნულად და არ გყავს შენი სტრატეგიული პარტნიორები ინფორმირებული, ბუნებრივია, შემდეგ გიწევს ამის გამოსწორება.

 

"მე, პირადად, როგორც მოქალაქეს ძალიან შემრცხვა, როდესაც დავინახე, რომ ნაუცბათევად დაიგეგმა ვიზიტი და წინა დღეებში გაფუჭებული საქმის გამოსწორება დაიწყეს. ეს ვერ გამოასწორებს და პირიქით, კიდევ უფრო გაართულებს ურთიერთობებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. აზერბაიჯანმა ყველაზე რთულ ვითარებაში, როდესაც საქართველო ომში იყო რუსეთთან, რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, საქართველო უზრუნველყო ენერგეტიკულად და ეს ნიშნავს იმას, რომ სტრატეგიულ პარტნიორებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. აქედან გამომდინარე ეს ვიზიტიც სწორედ ისე იყო, როგორც გაფუჭებული საქმის გამოსწორება", - განაცხადა ალასანიამ. 

 

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, რომ "გაზპრომთან" დაკავშირებული საკითხები უშიშროების საბჭომ განიხილოს, როგორც ალასანიამ განაცხადა, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. 

 

"რა მოითხოვა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს არ არის მნიშვნელოვანი. ეს უნდა მოითხოვოს პრეზიდენტმა თუკი ის ჩათვლის, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია უშიშროების საბჭოსთვის. ჩვენი მიგვაჩნია, რომ პარლამენტში უნდა მოხდეს ამ საკითხის განხილვა და ინფორმაციის მოსმენა ენერგეტიკული გუნდიდან", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.