Iverioni
«    ივლისი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
ივლისი 2018 (8)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
17-10-2015, 10:45
ნანახია: 4050

თინა ხიდაშელი:  სამხედრო დანაშაული ქართულ სახელმწიფოს არ ჩაუდენია!

"სრული კატეგორიულობით ვაცხადებ, რომ არავითარი სამხედრო დანაშაული ქართულ სახელმწიფოს არ ჩაუდენია", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საუბრისას.

 

 მისი თქმით, ის პასუხს აგებს ყველა სიტყვასა და შეფასებაზე, რომელიც წერია 2009 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გამოცემულ ანგარიშში, სახელწოდებით "აგვისტოს ნანგრევებში".

 

"ჩვენ აქ დამტკიცებული გვაქვს ათეულობით საქმე, სადაც ცოცხალი ადამიანები სახლებში დაწვეს. ყველა შემთხვევაში დასტურდება რუსული სამხედროების კვალი, როდესაც ჯარისკაცებს, ანუ ომის ტყვეებს აწამებდნენ და როდესაც საკმაოდ დიდი რაოდენობით სამოქალაქო მოსახელობა ჰყავდათ დაპატიმრებული. ეს დავამტკიცეთ ჩვენ, რომ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლი ჰქონდათ რუსულ სამხედრო ძალებს და ყველაზე დიდი მასშტაბის ომის დანაშაული ჩადენილი იყო საომარი მოქმედების დასრულების შემდეგ", - განაცხადა ხიდაშელმა.

 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, არც მის შემდეგ და არც მანამდე სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენია.

"რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, დღეს ეს ჩემთვის გაცილებით ადვილი სათქმელია, ვიდრე 2009 წელს, რადგან დღეს, როგორც თავდაცვის მინისტრს, ხელი მიმიწვდება იმ ტიპის ინფორმაციაზე, რაზეც მაშინ წვდომა არ მქონდა და კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ უზარმაზარი შეცდომები იყო დაშვებული, მაგრამ ეს შეცდომები დაშვებული იყო ქართველი სამხედოების მხრიდან, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ამას არაფერი საერთო არ აქვს ომის დანაშაულთან. ერთადერთი სუსტი წერილი, რაც ჩვენ გვაქვს და ამაზე იყო საუბარი, ეს არის თავდასხმა რუს სამშვიდობოებზე. მსგავსი არგუმენტაციის საფუძველი არ არსებობს, რადგან რუსმა ე.წ. სამშვიდობოები 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში თვითონ გავიდნენ იმ მანდატიდან, რომელშიც მსახურობდნენ", - განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ ამის დამტკიცება ქართულ მხარეს კონკრეტული ფაქტების საფუძველზე შეუძლია.

 

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავრცელებს. ფატუ ბენსუდა დღეს საქართველოში იმყოფებოდა.