თინათინ ხიდაშელი: მთავარი გზავნილი თბილისიდან ყველასთვის!

თინათინ ხიდაშელი: მთავარი გზავნილი თბილისიდან ყველასთვის!

საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის ინფორმაციით, მომდევნო წელს, 26 მაისის კვირეულის ფარგლებში საქართველოში გაიმართება ძალიან მაღალი დონის სტუმრებით დატვირთული კონფერენცია, რომელიც ვარშავის სამიტის წინ იქნება ერთგვარი მთავარი გზავნილის შემცველი. 

ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმისა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მიმდინარეობისას განუცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, 2016 წელს იქნება კონფერენცია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვევა. 

 

"მოგეხსენებათ, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავია მომდევნო წელს და ვგეგმავთ, რომ სწორედ 26 მაისის კვირეულის ფარგლებში ძალიან მაღალი დონის სტუმრებით დატვირთული კონფერენცია გვქონდეს, რომელიც ვარშავის სამიტის წინ იქნება ერთგვარი მთავარი გზავნილის მატარებელი თბილისიდან ყველასთვის, მტრისთვისაც და მოყვარისთვისაც, მეგობრისთვისაც და არაპარტნიორი ქვეყნებისათვისაც. ეს იქნება გზავნილი ყველაფერი იმის შესახებ, რაზეც საუბრობს ოფიციალური თბილისი, რისკენ ისწრაფვის, რა მოლოდინები აქვს ვარშავის სამიტისგან", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

მისივე თქმით, დღევანდელი და ხვალინდელი კონფერენცია სწორედ იმისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ერთი მხრივ დაგეგმონ მცირე სესიების დროს კონკრეტული გზა, რომელიც საქართველომ ვარშავამდე უნდა გაიაროს, რომ ეს იყო სწრაფი გზა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დანაკარგების გარეშე. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: