Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
30-10-2015, 14:41
ნანახია: 969

მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები იწყება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურას იწყებს. როგორც მინისტრმა თეა წულუკიანმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალქე არ შეიძლება იყოს ამავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქე და როდესაც საქართველოს მოქალაქე იღებს სხვა ქვეყნის მოქალქეობას, ეს წარმოადგენს საქართველს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს.

 

"როდესაც ჩნდება ასეთი ინფორმაცია, სამინისტროს მოვალეობაა, დარწმუნდეს, რომ ეს ინფორმაცია  არის სანდო და საფუძვლიანი და დამადასტურებელი ფაქტის არსებობის შემთხვევაში იწყება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე პროცედურა. დგება დასკვნა და ეს დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

 

2015 წლის 30 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო უკრაინის მოქალქეობა, ასევე უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ექს-პრეზიდენტს მიენიჭა უკრაინის მოქალაქეობა. მოგვიანებით სააკაშვილმა გააკეთა განცხადება. ვციტირებ: "გავაფორმე ყველა საბუთი, რომ მივიღო უკრაინის მოქლაქეობა, მაგრამ პროცესი დროში ჭიანურდება". ამ განცხადებამ გააჩინა ეჭვი, იყო თუ არა რეალური სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ინფორმაცია და იყო თუ არა ის კვლავ ძალაში.

 

საქართველოს სახელმწიფო ეფუძნება კანონის უზენაესობას. საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა. ქართული კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ჩვენი მთავრობის კონსტიტუციური ვალდებულებაა, არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლეთა შედეგადაც შეიძლება საქართველოს მოქალაქე დარჩეს მოქალაქეობის არმქონე პირად, არ გვაქვს უფლება, მოვიქცეთ ისე, რომ გადავდგათ ნაბიჯები და შევწყვიტოთ საქართველოს მოქალაქეობა მაშინ, როცა არ ვიცით, ჩვენს მოქალაქეს ნამდვილად აქვს თუ არა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, რომ უკრაინის მიერ მისთვის მინიჭებული მოქალაქეობა იყო რეალური და იყო დღისთვის ძალაში, მივმართეთ უკრაინის სახელმწიფოს. ეს მოხდა 22 სექტემბერს, პასუხი იგვიანებდა, ამიტომ არაერთხელ შეხსენება დაგვჭირდა. ბოლოს, 19 ოქტომბერს, ჩემი მოადგილე დაუკავშირდა კიევში საქართველოს საელჩოს, რომ ჩვენი წერილი არ დაეტოვებინა უპასუხოდ. 23 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში შემოვიდა ნოტა უკრაინულ ენაზე, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილი მიღებულ იქნა უკრაინის მოქალაქედ და ეს გადაწყვეტილება დღესაც ძალაშია.

 

მოცემული ნოტის საფუძველზე, რომელიც უკრაინის ოფიციალური დოკუმენტია, დღეს, 2015 წლის 30 ოქტომბერს, ვიწყებთ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმეს. აღნიშნულის შესახებ ვაცნობებთ ოდესაში დაინტერესებულ პირს თავად. მას მიეცემა დრო გონივრული დასაბუთებისთვის, ამის შემდგომ სერვისების განვითარების სააგენტო შეადგენს დასკვნას და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დასკვნას გადაუგზავნის  საქართველოს პრეზიდენტს", - განაცხადა წულუკიანმა.