ირაკლი ბათიაშვილი: სააკაშვილი ბოევიკების შემოყვანას გეგმავს!

ირაკლი ბათიაშვილი: სააკაშვილი ბოევიკების შემოყვანას გეგმავს!

ფილოსოფიის პროფესორი ირაკლი ბათიაშვილი გადაცემაში "2030" კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას აჟღერებს. ბათიაშვილის განცხადებით, სანდო და უტყუარ წყაროზე დაყრდნობით მან შეიტყო, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სისხლისღვრის მოწყობის მიზნით უკრაინიდან და ჩეჩნეთიდან რეალური ბოევიკების შემოყვანას გეგმავს.

 

"ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არა აქვს, მაგრამ არხეინად ყოფნის უფლება არ გვაქვს. ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვაცხადებ, რომ სააკაშვილი გეგმავს რეალური ბოევიკების - უკრაინაში მყოფი ქართველების, თავად უკრაინელებისა და ჩეჩნების შემოყვანას საქართველოში. შესაძლოა, ეს პროცესი დაწყებულიცაა. ჩეჩნებზე განსაკუთრებულად მუშაობს გია ლორთქიფანიძესთან და დავით კეზერაშვილთან ერთად. იმედი მაქვს, შესაბამისი სამსახურები მიიღებენ პრევენციულ ზომებს, რომ თავიდან ავიცილოთ მათი გეგმის განხორციელება." - აცხადებს ბათიაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: