Iverioni
«    აგვისტო 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
18-11-2015, 14:01
ნანახია: 814

დავით თევზაძე: ხელისუფლებამ მოშიმშილეებს შესაბამისი პირობები უნდა შეუქმნას!

„მოშიმშილეებს თავზე არ უნდა აწვიმდეთ, ხელისუფლებამ მათ შესაბამისი პირობები უნდა შეუქმნას“- აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს მშვიდობისთვის“ თავმჯდომარემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ  პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

ბრიფინგზე თევზაძე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების შიმშილობას გამოეხმაურა, როგორც მან განაცხადა, აუცილებელია ხელისუფლებამ მოშიმშილეებს შესაბამისი პირობები შეუქმნას:

 

„ცუდია, რომ საქმე შიმშილობამდე მივიდა. ეს მდგომარეობა გამწვავდება, რადგან ისინი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ!

 

 აქ არ არის მთავარი, სწორია თუ არა, რომ შიმშილობენ, მთავარია, რომ ადამიანები მიზანმიმართულად ზიანს აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას და მინიმუმ იმსახურებენ იმას, რომ მათ ადამიანურად მოეპყრან. 

 

21-ე საუკუნეში ადამიანებს შიმშილობისას თავზე არ უნდა აწვიმდეთ, ხელისუფლებამ მათ შესაბამისი პირობები უნდა შეუქმნას. არც ამდენი დღე სჭირდებოდა იმას, რომ იქ სასწრაფო დახმარების მორიგეობა დანიშნულიყო. ძალიან ცუდია, რომ დიალოგზე წასვლა სისუსტედ აღიქმება. დიალოგზე წასვლა სისუსტე არ არის“, – აცხადებს  დავით თევზაძე.