Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
27-11-2015, 20:25
ნანახია: 914

მამუკა გიორგაძე: მსოფლიო არ მისცემს რუსეთს საშუალებას, არიოს მიმდინარე პროცესები!

 

„ივერიონს“ რუსეთ-თურქეთს შორის მიმდინარე დაძაბულ ურთიერთობებზე და მათ შესაძლო განვითარებაზე, „სახალხო პარტიის“ ლიდერი, მამუკა გიორგაძე ესაუბრა.

 

-ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებთ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს. ფაქტია, რომ უახლოეს სამეზობლოში დენთის სუნი ტრიალებს.

 

თქვენი აზრით, გადაიზრდება თუ არა რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი საომარ მოქმედებებში და რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ ამ დაპირისპირების პოლიგონად არ იქცეს?

 

-მსოფლიო წლების განმავლობაში მიდიოდა ამ კონფლიქტისკენ. ბუნებრივია, ცივილიზაციათა შორის არის დაპირისპირება, კონკურენცია. აღმოსავლური სივრცე, რომელიც თავის დროზე ჩაკეტილი იყო დანარჩენი მსოფლიოსთვის, ნელ-ნელა იხსნება. აქედან გამომდინარე, ეს კონფლიქტი გარდაუვალიც იყო. 

 

ბუნებრივია, დაპირისპირებები გაგრძელდება. ცხადია, ამ სიტუაციაში დასავლური სახელმწიფოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ არსებული სიტუაცია არ მივიდეს დიდ ომამდე! ჩამოყალიბებულ ქვეყნებს არ აწყობთ გართულებები და ყველაფერს გააკეთებენ, რათა დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია არ მოხდეს.

 

გარკვეულწილად დაძაბულობა აწყობთ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც აცნობიერებენ, რომ 21-საუკუნეში მართვის ტირანული ფორმები აღარ ამართლებს და ბუნებრივია საბჭოური მართვის სტილი, ავტორიტარული რეჟიმები აწყობენ დაძაბულობებს თავისი არსებობის შენარჩუნებისთვის.

ვითარების გამწვავება მოსალოდნელია, მაგრამ დასავლეთი შეეცდება ეს ნაკლები სისხლისღვრის ფასად მოხდეს. რუსეთი უკვე კარგავს თავის პოზიციებს და უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ან გახდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, ან გააგრძელოს ტირანული მართვის ფორმა. 

 

სირია ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ხელისუფლება მეტნაკლებად აღიარებს რუსეთის დომინანტობას, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთისთვის ეს ბოლო გაბრძოლებაა პოსტსაბჭოთა სივრცის გარეთ. მას, დღეს თუ არა, ხვალ მოუწევს ამ სივრცის დატოვება!

 

ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს მართებს გამოფხიზლება. ფაქტობრივად, ამ გლობალური გადატრიალების პროცესში მაქსიმალური უნდა მივიღოთ. სწორედ ამიტომ, უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ რა გვინდა - გვინდა ცივილიზებულ სამყაროდ არსებობა, თუ ვიღაცის დომინაციის ქვეშ ყოფნა.

 

საქართველოში, არსებული მმართველობის ფორმა უნდა შეიცვალოს, ვინაიდან არსებული მმართველობა ნებით თუ უნებლიედ, ხელს გვკრავს ტირანული სივრცისკენ და ამოგვაგდებს ცივილიზებული სამყაროდან, რაც საქართველოსთვის დამღუპველი იქნება!

 

-რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ბუნებრივია დიდ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზეც, რომლის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია ორივე მეზობელი ქვეყანა. 

 

ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ დაპირისპირებამ საშიშ ნიშნულს რომ მიაღწიოს, რა ალტერნატიული გზები აქვს საქართველოს აღნიშნული სავაჭრო პარტნიორების ჩასანაცვლებლად?

 

-ერთადერთი რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის უნდა  დამკვიდრდეს დემოკრატიული პროცესები ყველა სფეროში, მათ შორის, ბიზნესში. უნდა შეიქმნას კონკურენტული გარემო და მოისპოს მონოპოლიზებული ბიზნესი. საქართველომ უნდა გახსნას დემოკრატიული პროცესების საზღვრები და იზრუნოს  მყარი ეკონომიკური სისტემების შემოდინებაზე.

 

საქართველოში არ არსებობს, მდგრადი პოლიტიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც შეძლებს მოსახლეობის კონსოლიდირებას ერთიანი ქართული ამოცანის გადასაჭრელად.  ხელისუფლებამ უნდა შექმნას ასეთი გარემო, რათა ქვეყანაში დაიწყოს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები. ეს კი, ავტომატურად გადაედება ეკონომიკის სივრცეს და საქართველო გახდება ისეთი სახელმწიფო, რისკენაც ჩვენი მივისწრაფით.

 

-როგორ უყურებთ ევროპა-ამერიკის დამოკიდებულებას რუსეთ-თურქეთის ინციდენტის მიმართ?

 

ამ შემთხვევაში, რა როლის შესრულება შეუძლია, დანარჩენ მსოფლიოს სიტუაციის განსამუხტავად?

 

-დანარჩენი მსოფლიო მოწოდებულია შეაჩეროს პუტინის ავანტიურისტული ქმედებები. ბუნებრივია, პუტინისთვის, ეს ყოფნა-არ ყოფნის საკითხია. უკრაინაში და სხვა პროცესებში მარცხის შემდეგ , მან გადაწყვიტა თავისი რეიტინგის სირიაში ამაღლება!

 

დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთს, ან სხვა რომელიმე არაწინასწარგამჭვრეტადი ხელისუფლების ქმედებები გახადოს კონტროლირებადი. 

მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა მსოფლიო მხარს უჭერს თურქეთს, არა იმიტომ, რომ ის „ნატოს“ წევრია, არამედ, რუსეთი ამოვარდნილია მსოფლიო პოლიტიკური მიმდინარეობისგან და მას არავინ არ მისცემს საშუალებას არიოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები!

 

          ესაუბრა კარინა გრიგორიანი