Iverioni
«    თებერვალი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728 
თებერვალი 2018 (8)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
30-11-2015, 15:09
ნანახია: 941

საკრებულოსთან აქცია -

თბილისის საკრებულოსთან,  სახელწოდებით  "რიმყოფინე 1 ლარი და 18 თეთრი", "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდულმა ფრთამ აქცია გამართა.


აქციის მონაწილეებს საკრებულოსთან მიტანილი ჰქონდათ ერთჯერად თეფშებზე დაწყობილი 1 ლარი და 18 თეთრი ღირებულების საკვები პროდუქტი - ერთი ნაჭერი პური, ერთი ნაჭერი ძეხვი და ერთი ცალი ორცხობილა.

"თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთის წევრების გაცხადებით, ისინი ამ აქციით საკრებულოს წევრის რიმა ბერაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან ,რომ სოციალურად დაუცველი ადამიანის გამოსაკვებად დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია, რადგანაც მასში აუცილებელი კალორიულობა შედის.

"სირცხვილია, როდესაც რიმა ბერაძე 1 ლარს და 18 თეთრს მიიჩნევს საკმარისად ადამიანის დღიური  რაციონისთვის. სწორედ ამიტომ საკრებულოში შესვენების დროს "თავისუფალმა დემოკრატებმა" მოვიტანეთ 1 ლარი და 18 თეთრის ღირებულების საკვები, რომელიც შეადგენს ელემენტარულად პურს და ძეხვს.  გვინდა,  მათ ვკითხოთ, საკმარისია თუ არა მათთვის ეს დღიური ნორმა", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა,  გიორგი ქადაგიშვილმა.