დავით ნარმანია: კიდევ უფრო მეტად უნდა გავხდეთ საზოგადოების ანგარიშგებაზე, მათ აქტიურ ჩართულობაზე ორიენტირებული მთავრობა

დავით ნარმანია: კიდევ უფრო მეტად უნდა გავხდეთ საზოგადოების ანგარიშგებაზე, მათ აქტიურ ჩართულობაზე ორიენტირებული მთავრობა

"საზოგადოებას ვუთხრათ, ერთი მხრივ, რა გავაკეთეთ 2015 წელს და, მეორე მხრივ, რისი გაკეთება გვინდა მათთვის 2016 წელს“, - ამის შესახებ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე  განაცხადა.

 

დავით ნარმანიამ საქალაქო სამსახურებსა და მერიის ქვემდებარე სხვა უწყებებს ანგარიშების მომზადება და საზოგადოებისთვის გაცნობა დაავალა.

 

"ჩვენ უნდა გავხდეთ, ვართ კიდეც, მაგრამ კიდევ უფრო მეტად უნდა გავხდეთ საზოგადოების ანგარიშგებაზე, მათ აქტიურ ჩართულობაზე ორიენტირებული მთავრობა და სწორედ ეს იქნება ყველაზე მთავარი, რამაც უნდა განგვასხვაოს ჩვენი წინამორბედებისგან", - განაცხადა ნარმანიამ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: