Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
6-01-2016, 13:28
ნანახია: 868

ნუ დაგვცინით: დამკვეთიც და შემსრულებელიც ორივე ბოროტებას ემსახურება!

გადაცემა 20-30-ში სტუმრობისას ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მურუსიძე „ნაციონალური“ რეჟიმის მსხვერპლად მოიხსენია.

 

ბატონმა ბიძინამ საკუთარი მოსაზრება იმით „გაამყარა“, რომ მაშინ, თურმე, სახელმწიფო მოხელეებს (მათ შორის, მოსამართლეებს) სხვანაირად არც შეეძლოთ - ისინი რეჟიმის სამსახურში იყვნენ და ყველა მითითება უყოყმანოდ უნდა შეესრულებინათ!

 

ამ დილით „ახალგაზრდა მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივნის ქალბატონ მანანა ნაჭყებიას ფეისბუქ-სტატუსი წავიკითხე _ ზუსტად მურუსიძის რეჟიმის მსხვერპლად აღიარებაზე წერდა.

 

ვეთანხმები ქალბატონ მანანას: როგორ შეიძლება სანდრო გირგვლიანი, ირინა ენუქიძე, ბუტა რობაქიძე რეჟიმის მსხვერპლად ვაღიაროთ და ამ რანგში ჯალათური რეჟიმის „გამპრავებელი“ გიორგი მურუსიძეც გვერდით დავუყენოთ?!

 

სწორედ მურუსიძეებმა და მათმა თანამოაზრეებმა (რომელთა რიცხვი საკმაოდ დიდია) აქციეს „ნაციონალური“ ხელისუფლება დამნაშავე რეჟიმად (თუმცა სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნასაც, რომ რეჟიმის გაძლიერებაში თავისი უმოქმედობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზოგადოებამაც).

 

აბა, წარმოვიდგინოთ: არ ჰყოლოდა სააკაშვილს ადეიშვილები, ბოკერიები, თარგამაძეები, მერაბიშვილები და ძმანი მათნი, როგორ მოახერხებდა ასეთ დანაშაულებრივი მონსტრის ჩამოყალიბებას?

 

კი ბატონო, რეჟიმი იმის რეჟიმია, როცა მის სამსახურში ხარ, ნებისმიერი დაკვეთა უნდა შეასრულო, მაგრამ, თუ შინაგანად არ ხარ მზად ასეთი, არაადამიანური დაკვეთის შესასრულებლად, თუ საკუთარ კომფორტს სხვის უბედურებაზე არ ააგებ, ნუ ჩადგები მის სამსახურში, ან ადექი და გაეცალე!..

 

თუ საკითხს დავსვამთ ასე: ვინ უფრო მეტი დამნაშავეა _ დამკვეთი თუ შემსრულებელი, მე პირადად, შემსრულებელს წინა პლანზე დავაყენებდი, რადგან ბოროტება მისი ხელით სრულდება!!!

 

აქედან გამომდინარე, ჯალათური რეჟიმის გაძლიერებისა და მისი „გაპრავების“ რეჟისორები და შემსრულებლები თანაბრად არიან სატანის მსახურები. ხოლო, ვინც შემსრულებელს „მსხვერპლად“ ასაღებს, უნდა თუ არ უნდა, ამ საზარელ კამპანიაში ეწერება!

 

დიახ, არ შეიძლება დანაშავე მსხვერპლად ვაღიაროთ. ამით არა მარტო სტიმულს ვაძლევთ  გაორებული ცნობიერების ჩამოყალიბებას, არამედ უსამართლობის დაკანონებას ქვეყანაში!

 

 

ანდრია ლისაშვილი