Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
12-01-2016, 17:31
ნანახია: 958

დიმიტრი ლორთქიფანიძე: პარლამენტში უნდა იყვნენ პოლიტიკოსები, სულერთია  რა პროფესიის იქნებიან ეს ადამიანები!

"ივერიონს" აქტუალურ საკითხებზე, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ესაუბრა.

 

-ბატონო დიმიტრი, გუშინ კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, სოსო ჯაჭვლიანმა კომენტარი გააკეთა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ მომავალ არჩევნებში სპორტსმენებისა და მსახიობების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდება.

 

ჯაჭვლიანი მიიჩნევს, რომ პარლამენტარის საქიანობის შეფასებისას პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რამდენად აქტიურია იგი, რამდენად უყვარს თავისი ქვეყანა და თავისი პოზიციით ემსახურება თუ არა სახელმწიფოს ინტერესებს.

 

როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება იყოს პოლიტიკოსი და აქვს თუ არა არსებითი მნიშვნელობა მის პროფესიას, ვთქვათ: იურისტი იქნება იგი, ეკონომისტი თუ მსახიობი?

 

-მათ გასაგონად, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია პარლამენტში იურისტები უნდა იყვნენ, მსახიობები ან სპორტსმენები, ჩემს პოზიციას დაუფიქსირებ და ვეტყვი, რომ პარლამენტში უნდა იყვნენ პოლიტიკოსები- სულერთია  რა პროფესიის იქნებიან ეს ადამიანები. 

 

დეპუტატი შეიძლება იყოს მსახიობი და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს მსოფლიო პოლიტიკური პრაქტიკიდან. პირველ რიგში აშშ-ს ყველაზე გამორჩეული პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი ამისი ნათელი დადასტურებაა.

 

ხოლო ის ფაქტი, რომ შეურაცხყოფად მიიღო პარლამენტის უმრავლესობის ერთმა ნაწილმა თავისი მისამართით გამოთქმული შეფასებები, იმათ უბრალოდ შევახსენებდი: მსგავსი რამ არ მოხდებოდა და ხალხის თვალში ისინი ძალიან ამაღლებულნი იქნებოდნენ, მათი დისკრიმინაციული კანონისთვის მხარი არ დაეჭირათ, ხოლო, შემდგომ, ბატონ სოსო ჯაჭვლიანის ინიციატივისთვის დაეჭირათ მხარი!

 

აქ მთავარია მსოფლმხედველობა, ხედვა შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ამ ინტერესებიდან იმ საკანონმდებლო აქტებზე მხარდაჭერა, ან უარყოფა, რომელიც შენი ქვეყნის მომავალს ვნებს.

 

ჩვენდა სამწუხაროდ, მერვე მოწვევის პარლამენტმა სრულიად საქართველო გააოგნა იმით, რომ რასაც საზოგადოების 100%-ი მხარს არ უჭერდა, პარლამენტის უმრავლესობის ფაქტიურად 100%-მა მხარი დაუჭირა! 

 

ჩემი აზრით, აქცენტები სწორედ ამაზე უნდა კეთდებოდეს და არა პროფესიაზე , რომლის მიღმა ჩვენ უნდა ვხედავდეთ ადამიანს, პოლიტიკოსს, რომელიც უკვე პარლამენტშია.

ვინაიდან პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო და მისი მოღვაწე პარლამენტარი წარმოადგენს თავის ხალხს. ის არის ხალხის რჩეული და ხალხის ხმა უნდა ჰქონდეს ერთადერთი ნიშნით- გამჭრიახი ალღო, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე!

 

-თქვენი აზრით, როგორ ესმით საქართველოში სიტყვა პოლიტიკოსის დეფინიცია და რამდენად ახლოს დგას იგი საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებთან?

 

-ვფიქრობ, რომ ზოგადად პოლიტიკური კულტურის დეფიციტი ქვეყანაში ქმნის იმ სურათს, რომლის წინაშეც ჩვენ რეალურ პოლიტიკაში ვაწყდებით. ქვეყანაში ძალიან დაბალი პოლიტიკური კულტურაა, რადგან ადამიანები ვერ ითავსებენ პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელ იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ უნდა გამოიმუშაონ.

 

პოლიტიკოსად არ მიმაჩნია ის ადამიანი, რომელიც საპარლამენტო სესიის განმავლობაში ერთხელ მაინც არ გამოვა მიკროფონთან, არ დააფიქსირებს თავის პოზიციას საკანონმდებლო განხილვებზე და არ ჩაერთვება დისკუსიებში, არ მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრაში და არ გამოიტანს კონკრეტულ დასკვნებს. ამ ყველაფერს მოკლებული ადამიანი პოლიტიკოსად ვერ ჩაითვლება!

 

                     ესაუბრა მედეა შელია